სამართალი

გიორგი ცაგარეიშვილი: "პოლიცია იდგა მოწოდების სიმაღლეზე"

თეონა გიორგაძე  2013-05-17 10:24:03

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე აქციას აფასებს. მისი განცხადებით, სამართალდამცველებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სიტუაცია უფრო დიდ დაპირისპირებაში არ გადაზრდილიყო.

"მე ვფიქრობ, პოლიცია იდგა მოწოდების სიმაღლეზე, რომ არ დაუშვა ეს ყველაფერი გადაზრდილიყო სერიოზულ დაპირისპირებაში. ძალიან დიდი აგრესია იყო იქ შეკრებილი საზოგადოებიდან გამოვლენილი "ლგბტ" პირების მიმართ. მე ვფიქრობ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი უფრო დიდ დაპირისპირებაში არ გადაზრდილიყო. ჩვენ რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია, "ლგბტ" ადამიანები ტრანსპორტით გარიდებულები არიან მასობრივი შეკრების ადგილს. იქ შეკრებილმა საზოგადოებამ კი სამებაში გადაინაცვლა მეუფე იაკობის თხოვნით და მოთხოვნით. ამჟამად სიტუაცია განმუხტულია. ეს აქცია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ხელისუფლების პასუხისმგებლობას და ხაზს უსვამ ხელისუფლების პასუხისმგებლობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე. ჩვენ მივეცით პირობა საზოგადოებას, ყველაფერს გავაკეთებდით იმისთვის, რომ სამოქალაქო მშვიდობა ამ აქციაზე ყოფილიყო დაცული. გავაკეთეთ ყველაფერი, რაც ჩვენ ძალებში იყო. მე მესმის, ძალიან ბევრი ადამიანი იყო წინააღმდეგი ამ აქციისა.

მე კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ _ საქართველოს კონსტიტუცია მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და კანონის წინაშე არის ყველა თანასწორი. ადამიანებს აქვთ უფლება შეიკრიბონ თავისუფლად და გამოხატონ თავისი ნება. საქართველოს ყველა ხელისუფლება _ ამჟამინდელი და მომავალი, ვალდებულია უზრუნველყოს სამოქალაქო მშვიდობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ეს არის ჩვენი ვალდებულება და ჩვენ ამ ვალდებულებას შევასრულებთ, ვიდრე ვართ ხელისუფლებაში," _ განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

 

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


საქსტატის მონაცემებით, 2010 წლიდან 2012 წლამდე N 18 დაწესებულებაში
შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული
თუ ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდება, მზად ვართ, ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან ვისაუბროთ,
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის
"გურია ნიუსისთვის" ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ ლაფანყურში
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის ეროვნულ დონეზე