მთავარი თემა

მინისტრი არაალკოჰოლური სასმელების მარკირებაზე: "არ უნდა შევუქმნათ დამატებითი ბარიერები ბიზნესს"

თამარ ლეფსვერიძე  2013-06-05 10:59:38

დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა  ნოდარ ხადურმა "საქართველოს მთავრობა ღიად მმართველობისთვის" ჟურნალისტებთან მეორე შეხვედრა გამართა. პირველი კითხვა მინისტრს "გურია ნიუსმა" დაუსვა, რომელიც არაალკოჰოლური სასმელების ელექტრონულ მარკირებას შეეხებოდა.

_ ბატონო ნოდარ,  წინა ხელისუფლების მიერ  მიღებული გადაწყვეტილება არაალკოჰოლური სასმელების მარკირების შესახებ,  თქვენ ორჯერ შეაჩერეთ.  შვეიცარული კომპანია "სიქპა", რომელმაც კონკურსში გაიმარჯვა და შესაბამისად მარკირება უნდა განეხორციელებინა, "გურია ნიუსთან" აცხადებს, რომ თუ სახელმწიფო რაიმე სახის კორექტირებას საჭიროდ ჩათვლის ამ მიმართულებით, ისინი მზად არიან ნებისმიერი სახის მოლაპარაკებაზე წავიდნენ სახელმწიფოსთან, გამომდინარე მეგობრული და კეთილგანწყობილი ურთიერთობიდან. ამასთანავე, სხვა ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით, მარკირების მომსახურების გადასახადს იხდის სახელმწიფო და არა მეწარმე. მინდა გკითხოთ, აპირებთ თუ არა არაალკოჰოლურ სასმელებზე მარკირების საერთოდ გაუქმებას?

_  რაც შეეხება მარკირების თემა. პირველი, ვერ გავაუქმებთ მარკირებას იმიტომ, რომ შემოღებული არ არის. რაც არ არსებობს, იმას ვერ გავაუქმებთ. კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა შარშან მიიღო,  რომლის თანახმადაც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა განსაზღვრა მარკირების წესი და ასე შემდეგ, ითვალისწინებს იმას, რომ დღეს უკვე მიმდინარეობს საქართველოში ელექტრონული მარკირება, მაგალითად ლუდზე. ფინანსთა მინისტრს მიეცა უფლება, მაგრამ ეს მისი ვალდებულება არ არის განსაზღვროს ის ჩამონათვალი, რომელიც ასევე უნდა დაექვემდებაროს ელექტრონულ მარკირებას.

ასეთი ბრძანება ფინანსთა მინისტრს არც 25 ოქტომბრამდე და არც მას შემდეგ  გამოუცია, შესაბამისად, მისი გაუქმების საჭიროება არ დგას.  თუმცა, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვსწავლობთ ამ თემას, იმიტომ რომ არ არის მარტივი.

მე რამდენჯერმე მქონდა ამაზე საუბარი, მათ შორის ორჯერ შევხვდი არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს, ერთხელ ამ დარბაზში და მეორედ ბორჯომში, შემდგ ცალ-ცალკე მქონდა რამდენიმე მათგანთან შეხვედრა და მომავალ კვირაში კიდევ ვაპირებ შევხვდე საწარმოების ხელმძღვანელებს, უკვე ასე ვთქვათ, პრივატულად. ეს მუდმივი პროცესია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მუშაობის განრიგში. ეს იმისთვის კეთდება, რომ მინიმუმ სამი ამოცანა მაინც შევასრულოთ: პირველი _ ჩვენ არ უნდა დავუშვათ ბაზარზე აღურიცხავი საქონლის მოხვედრა და მარკირება ემსახურება ამას,  მეორე _  ჩვენ არ უნდა შევქმნათ დამატებითი ბარიერები ბიზნესისთვის და მესამე _ ეს არ უნდა გახდეს საქონლის გაძვირების საფუძველი.

როგორც გითხარით, ამ მიმართულებით ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ და მქონდა შეხვედრები როგორც მეწარმეებთან, ასევე შვეიცარული კომპანიის წარმომადგენლებთან. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გამოსავალს ვიპოვით.

ადგილზე, საწარმოებშიც ჩავდივართ და ვეცნობით სიტუაციას. კიდევ ვაპირებ ჩასვლას, მაგრამ ჯერ არ ვიტყვი სად, იმიტომ რომ იქ დამხვდებით... ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, აუცილებლად გაგაგებინებთ, ოღონდ ამჯერად  გურიაში არ მივდივარ ნამდვილად.

_ ანუ, ნაბეღლავში არ ჩახვალთ?

_ ვიყავი საწარმოში, ოღონდ მარნეულში, შეიძლება ნაბეღლავშიც ჩავიდე ...

_ გურიაში ჩასვლა რომც არ გაგვაგებინოთ, ჩვენ მაინც გავიგებთ...

_ ძალიან კარგი, ეს იმას ნიშნავს, რომ ღიად ვმუშაობთ...

_ რომ დავაზუსტოთ, ბიზნესი არცერთ შემთხვევაში არ დაზარალდება და პროდუქცია არ გაძვირდება?

_  ჩვენი ამოცანა ზუსტად ეს არის და ამიტომ მოგვიწია კონსულტაციების ამდენ ხანს გაგრძელება. ჩვენ გადაწყვეტილებებს ხისტად არ ვიღებთ, თქვენ გახსოვთ, როგორ მიიღებოდა გადაწყვეტილებები წინა ხელისუფლების დროს. მაშინ გადაწყვეტილებების მიღება ძალიან მარტივი იყო, ხო? ჩვენ ასე არ ვაპირებთ, ამიტომაც გვაქვს კონსულტაციები ყველა მხარესთან იმისთვის, რათა ოქროს შუალედი ვიპოვოთ. ეს არის ჩვენი ხელისუფლების და ფინანსთა სამინისტროს ამოსავალი პრინციპი.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


2012 წლის 1 თებერვლიდან, თურქეთში ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება _
შინაგან საქმეთა მომავალ მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს უკვე დაცვა დაუნიშნეს. თბილისში ბახტრიონის
შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლები ეროვნული მუზეუმისგან გამოყოფას
"პროკურორები დღეს უკვე აღარ ითავსებენ "პრარაბის" ფუნქციას და ბიზნესმენებს არ
26 მაისს, თბილისში, სპეცდანიშნულების რაზმმა დემონსტრანტები დაარბია. როგორც ცნობილი ადვოკატი
განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრომ 2013-2014 სასწავლო წელს საჯარო სკოლის სივრცეში