სამართალი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებმა პირველი ტური ვერ გადალახეს

ირმა მესხია  2013-06-09 17:46:07

ამ წუთებში მოსამართლეთა მე-10 კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა იმ კანდიდატურები ხმის დათვლა მიმდინარეობს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან წევრის თანამდებობასთან ერთად შეითავსონ სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზე: კანდიდატებად წარდგენილი არიან: ზაზა მეიშვილი; შოთა გეწაძე; ლაშა კალანდაძე, მერაბ გაბინაშვილი.

მოსამართლეთა კონფერენციაზე ცალკე უყარეს კენჭი დანარჩენი ოთხი მოსამართლე  წევრის თანამდებობაზე არჩევას, რომლებიც უფლებამოსილნი არ არიან შეითავსონ სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა, რომელზეც წარდგენილები იყვნენ მოსამართლეები: ირაკლი ადეიშვილი; მაია ბარაძე, შორენა გუნცაძე, ბადრი კოჭლამაზაშვილი, დურმიშხან ჟორჟოლიანი, ბესიკ სისვაძე, დავით ღიბრაძე, ლელა ცანავა, ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე, ილონა თოდუა, თამარ ზამბახიძე, ეკა არეშიძე, თამარ ალანია; ზაზა მარტიაშვილი, გიორგი გოგინაშვილი; ეკატერინე ცისკარიძე; იოსებ ბაღათურია, ინგა კვაჭანტირაძე.

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა იმ ოთხი მოსამართლე  წევრის თანამდებობაზე წარდგენილი მოსამართლეების ბიულეტენების დათვლა, რომლებიც უფლებამოსილნი არ არიან  შეითავსონ სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა. კანდიდატებიდან ყველაზე მეტი ხმა მიიღო: ლევან მურუსიძემ - 135 ხმა; თოდუა ილონა - 119 ხმა; სილაგაძე პაატა - 98 ხმა; ბაქრაძე მაია -71 ხმა; ბერიკაშვილი დიანა - 70 ხმა. მიუხედავად ამისა ვერც ერთმა მოსამართლემ ვერ მიიღო ხმათა რაოდენობის 2/3,  რის გამოც ხმის მიცემის განმეორებითი ტური ჩატარდება, სადაც კანდიდატებს 1/4 გადალახვა მოუწევთ.

მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი საბჭოს წევრებს მოსამართლეები ფარული კენჭისყრით ირჩევდნენ, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, თითოეული ბიულეტინის დათვლა  ფართო ეკრანზე ჩანს

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


10 სექტემბერს, საღამოს, ლანჩხუთში, ლესა-ჯურუყვეთის საავტომობილო ტრასაზე, თბილისიდან თურქეთში მიმავალი
”კვირის პალიტრის” მე-3 ნომერში დაიბეჭდა ინტერვიუ იური ვაზაგაშილთან, რომელიც რამდენიმე
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა, ადვოკატთა ასოციაციის ოფისში გამართულ
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა უკანონოდ