სამართალი

"როგორ დამარცხდა სააკაშვილი ნარკომანიასთან ბრძოლაში"

ეკა ალფაიძე  2013-06-17 10:41:48

ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას The Moscow Times. ჟურნალისტი პაულ რიმპელი წერს, რომ სააკაშვილის მიერ დაწყებული ნარკოპოლიტიკა თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული.

"ბევრი ფიქრობდა, რომ სააკაშვილის ნულოვანი ტოლერანტობა ნარკომანიის საგანგაშო მდგომარეობიდან ეფექტური გამოსავალი იყო. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ქართველებმა არაფერი იციან ნარკოდამოკიდებულების შესახებ. ალკოჰოლიკი შესაძლოა არასოდეს მიეკაროს სასმელს, მაგრამ ის ყოველთვის ალკოჰოლიკად დარჩება, ოპიატებზე დამოკიდებულებაც იგივეა. ამ ჩვეულებაზე უარის თქმა არაა ერთჯერადი აქცია, ის განგრძობადი პროცესია.

ჯერჯერობით უცნობია, რა დამოკიდებულება აქვს ახალ მთავრობას ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით. მასობრივი ამნისტიის შედეგად, ციხე ათასობით პატიმარმა დატოვა, მათ შორის ძალიან ბევრი ნარკომომხმარებელი იყო. ამის მიუხედავად ითვლება, რომ საქართველო ყველაზე მკაცრი ნარკოპოლიტიკის გამტარებელია რეგიონში. ქართული კანონმდებლობის მიხედვით, პირველ ჯერზე ნარკოდამოკიდებულს, რომელსაც 5 გრამზე ნაკლებ მარიხუანას აღმოუჩენენენ, 300 დოლარის ექვივალენტი ჯარიმის გადახდა უწევს ან ერთ თვეს ციხეში გაატარებს. განმეორებით შემთხვევაში კი მას 3 000 დოლარის ექვივალენტის გადახდა მოუწევს ან ერთწლიან სასჯელს ციხეში მოიხდის. 5 გრამზე მეტი ნარკოტიკის აღმოჩენის შემთხვევაში კი, შესაძლოა, ადამიანს მთელი ცხოვრება ციხეში გაატარებინონ, მაშინ როდესაც განზრახ მკვლელობისთვის 15-წლიანი სასჯელია დაწესებული.

საქართველოში არ არსებობს ნარკოტიკების კატეგორიზაცია. კანონი არ ავლებს ნათელ ზღვარს რეალიზატორებსა და ერთჯერად ან დამოკიდებულ ნარკომომხმარებლებს შორის. ახალმა მთავრობამ პირობა დადო, რომ ნარკოკანონმდებლობის რეფორმას გაატარებდა და კომისია მარიხუანის დეკრიმინიალიზაციის საკითხის განხილვას შეუდგა. ამის პარალელურად 1000 ადამიანი შეიკრიბა თბილისში მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით.

ერთ დროს ყოფილი ხელისუფლებაც საუბრობდა მარიხუანის მოხმარების ლიბერალიზაციაზე, მაგრამ უშედეგოდ. ახლა კი სააკაშვილი აღიარებს, რომ მარიხუანაზე ხალხის დაჭერა შეცდომა იყო. საქართველოს დამარცხება ნარკომანიასთან ბრძოლაში მოსალოდნელი იყო. კვლევები ადასტურებს, რომ ქვეყანაში გაიზარდა მომხმარებელთა რიცხვი. ჰეროინის ჩამორთმევას შედეგად მოსდევს ის, რომ ადამიანები იოდინისა და ფოსფორის ნარევისგან ამზადებენ სინთეტურ და ჯანმრთლობისთვის ძალიან საშიშ შენარევებს.

ქართული კანონმდებლობის მიხედვით, ნარკოდამოკიდებულება ითვლება დაავადებად, ამიტომაც სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ნარკომომხმარებლების მკურნალობა და რეაბილიტაცია".

წყარო: http://www.themoscowtimes.com/opinion/article/how-saakashvili-failed-in-a-war-against-drugs/481735.html#ixzz2WSI5bwl6



დასავლეთ საქართველოს ახალი საოლქო პროკურორის, ილია ჯალაღანიას მიმართ კითხვები დღითიდღე
უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს
დუშეთის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ ოტიაშვილი
პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის დაჭრის
დღეს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში "ნაცმოძრაობის" წევრების დავით მჟავანაძის, ილია მალაზონიას
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცია დღეს,