მთავარი თემა

პროკურატურამ ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტებზე გამოძიება შეწყვიტა

ეკა ალფაიძე  2013-06-20 19:00:52

სისხლის  სამართლის კოდექსის 154- ე მუხლი, რომელიც  ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლას ითვალისწინებს, შესაძლოა გადაიხედოს. როგორც მთავარი პროკურორის მოადგილე კახა წერეთელი განმარტავს, ამ მუხლით აღძრული საქმეების უმრავლესობა შეწყვეტილია, რადგან კანონის ნორმა რეალურად იცავს ინფორმაციის მიღება-გავრცელების უფლებას და არა თავად ჟურნალისტს.

"ამ კატეგორიის საქმეთა ანალიზმა გვიჩვენა, რომ მათი დიდი ნაწილი შეწყვეტილია ან პასუხისმგებლობა დადგა ქონების ან ჯანმრთელობის დაზიანების კუთხით და არა სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე. ამის  ობიექტური მიზეზი არის ამ მუხლის სტრუქტურა, რადგან  ნორმა დაცვის ობიექტად აღიარებს არა ჟურნალისტს, არამედ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლებას. კონკრეტულ შემთხვევებში, როდესაც პირებს არ უნდოდათ ინტერვიუს მიცემა და  ხდებოდა ქონების ან ჯანმრთელობის დაზიანება, აქ არ იკვეთებოდა  ჟურნალისტისათვის  ხელის შეშლის ფაქტი. ამიტომ ხდება, რომ ხშირად კვალიფიკაცია არის კამერის ან ჯანმრთელობის დაზიანების კუთხით."_ ამბობს კახა წერეთელი.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებამდე ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა გამოძიება უმეტესობაზე შეწყდა.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


"მთავარი მიზეზი რის გამოც ეს ცვლილებები შევიტანეთ, არის კლინიკური მედიცინის
საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძემ თანამდებობიდან წასვლის თაობაზე შემდეგი სახის
გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ოზურგეთში, გურიის გუბერნატორის, გიორგი ჩხაიძის
ჩოხატაურელები რამდენიმე წელია, კულტურის სახლის აშენებას ითხოვენ. ეს თემა განსაკუთრებით
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრი, ჩოგბურთისა და სპორტსკოლის სამი
"ხელთ მაქვს "საქართველოს ბანკის" ამონაწერი, რომლის მიხედვითაც, ჩემს ანგარიშზე 30