სამართალი

ბუდაპეშტის პოლიცია მერაბ ჯანგველაძის, იგივე, "სუხუმსკის" დაკავებას ადასტურებს

ეკა ალფაიძე  2013-07-24 14:44:45

"ქართველი "ნათლიმამა" მერაბ "ჯანგო" ჯანგველაძე ბუდაპეშტის ჩრდილოეთში, დუნაკეზში დააკავეს. აღნიშნული ფაქტი პოლიციამ დღეს, ჯანგველაძის დაკავებიდან ერთი თავზე დაადასტურა," _ წერს გამოცემა The Budapest Times.

გავრცელებული ინფორმაციით, მერაბ ჯანგველაძე, იგივე "სუხუმსკი", იტალიაში რუსეთის კრიმინალური სამყაროს ლიდერის მკვლელობასთან არის დაკავშირებული. ეჭვმიტანილი ქუთაისური კლანის ლიდერია, რომელიც განსაკუთრებით აქტიურობს იტალიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ესპანეთში, ლიტვასა და ჩეხეთში. ევროპოლმა 18 ივნისს ჯანგველაძის დაკავებას "ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერაცია უწოდა, რომელიც მან ელიტური, რუსულენოვანი კრიმინალური კლანის წინააღმდეგ ჩაატარა."

ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი მერაბ ჯანგველაძე (მერაბ სუხუმსკი) უნგრელმა სამართალდამცველებმა ბუდაპეშტის ერთერთ სასტუმროში დააკავეს. ის იტალიის ტერიტორიაზე მკვლელობის ჩადენაშია ეჭვმიტანილი.

ამავე დროს, იტალიელ სამართალდამცავებს ეჭვი აქვთ, რომ ბანდა "ქუთაისელებს" რამდენიმე სასტიკი დანაშაული აქვს ჩადენილი იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიის, ესპანეთის, ჩეხეთისა და ლიტვის ტერიტორიებზე.

რუსეთის შსს იუწყება, რომ "მერაბ სუხუმსკის" არა ერთი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი რუსეთისა და უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის, ვარაუდობენ , რომ "დედ ჰასანის" (ალან უსოიანის) მკვლელობაშიც მისი ხელი ურევია.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ძალაში დატოვა თბილისის
შინაგან საქმეთა სამინისტროში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების
ს.ს. "ქართული ფოლადის" დირექტორი  ნათია ჯაყელი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დავასთან
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა,
თბილისის მერი გიგი უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთგზის გაფრთხილების
(თავისუფალი სიტყვა) _ დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა