ფინანსები

რექტორობის კანდიდატი: "ეჭვს აჩენს მარინა ჩიტაშვილის მიერ საკუთარი კანდიდატურის მოხსნა"

ეკა ალფაიძე  2013-08-16 10:12:59

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს.

აკადემიური საბჭოს 12 წევრი და რექტორობის 13 კანდიდატი ამ წუთებში იკრიბება საარჩევნოდ განკუთვნილ აუდიტორიაში. საარჩევნო პროცესი დაახლოებით 2 საათს გასტანს, პარალელურად უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტები იკრიბებიან, რომლებიც აცხადებენ , რომ აკადემიური საბჭოს წევრებს არ მისცემენ არაობიექტური არჩევანის საშუალებას. რექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი მერაბ ცაგარელი ამბობს, რომ ობიექტური არჩევნების იმედი არა აქვს.

„უკანასკნელმა ორმა დღემ გარკვეული ეჭვები გააჩინა, აქამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა. წინასაარჩევნო კამპანია კარგად იყო ორგანიზებული, თანაბარ პირობებში ვიყავით და ყველაფერი გამჭვირვალედ ხდებოდა, მაგრამ მარინა ჩიტაშვილის მიერ კანდიდატურის მოხსნამ ლადო პაპავას სასარგებლოდ მას მერე , რაც გავიდა საბჭოს წინაშე და მოახსენა თავისი კონცეფცია, ბევრი ეჭვი გააჩინა. მანამდე რომ გაეკეთებინა ეს, ნაკლებ ეჭვს გამოიწვევდა. ალბათ რაღაც გათვლა იყო ამ ნაბიჯში, რადგან შეუძლებელია ადამიანი ორი თვე ემზადებოდეს ამისთვის და მერე მოხსნას კანდიდატურა სხვის სასარგებლოდ, ალბათ რაღაც მოლაპარაკებები იყო.“ _ ამბობს ცაგარელი.

თავდაპირველად რექტორობის სურვილი 14 კანინდატმა გამოთქვა, მაგრამ ორი დღის წინ მარინა ჩიტაშვილმა საკუთარი კანდიდატურა ლადო პაპავას სასარგებლოდ მოხსნა. სტუდენტები ამბობენ, რომ შესაძლოა აკადემიურმა საბჭომ არჩევანი ირმა რატიანზე შეაჩეროს, მათი თქმით რატიანს ნაციონალები ლობირებენ.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და საკუთრებაში არსებული
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ქეთევან ბოჭორიშვილის ოჯახის საკუთრებაში ორი საცხოვრებელი
თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი ქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტს სხდომამდე
2015 წლის ივლისში საქართველო ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. „საერთაშორისო
გურიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს, ქეთევან მოისწრაფეშვილს ქონებრივი დეკლარაცია 18 თებერვალს
თურქეთში, საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში, გეოლოგებმა ქვანახშირის საბადოები აღმოაჩინეს. ინფორმაციას