მთავარი თემა

სააკაშვილის ბებიის სახლი მთლიანად დანგრეულია

თამარ ლეფსვერიძე, ირმა მესხია  2013-08-31 14:29:22

"მე გადასარევი ბებია მყავს", "ეს ამნისტია ბებიაჩემი მზია წერეთლის მიღებული არ არის", _ მზია ბებიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის გამოსვლებში ხშირად მოიხსენიებს

ხან ამნისტიასთან, ხანაც დემოკრატიულ სამყაროსთან კონტექსტში. უფრო მეტიც, სააკაშვილი მზია ბებიასთან ერთად ოფიციალურ მივლინებებშიც დადის.

ბებია მას "უბრალოდ მიშას" ეძახის, ჟურნალისტის კითხვაზე, რა საჭმელი უყვარს შვილიშვილს ყველაზე მეტად და რას უმზადებს ბებია სტუმრად მისულ პრეზიდენტს, მზია წერეთლის პასუხი მრავალმნიშვნელოვანია: " ეს ძალიან რთული სათქმელია..."

თუმცა, ბებიას სახლში პრეზიდენტი ვეღარ მივა, ჯერჯერობით...

ვაზისუბნის ქ N18-დან, სადაც პრეზიდენტის ბებია ცხოვრობს, დაცვა მოხსნილია, სახლი კი მთლიანად დანგრეული. ჭიშკარზე გაკრულ აბრაზე მითითებულია, რომ მიმდინარეობს სახლის დემონტაჟი. დამკვეთი თავად მზია წერეთელია.

მუშები "გურია ნიუსთან" საუბრისას ადასტურებენ, რომ სააკაშვილის ბებიის სახლის დემონტაჟი მოახდინეს, მაგრამ რა უნდა აშენდეს მის ნაცვლად, ჯერჯერობით არ იციან.

მეზობლების განცხადებით, სახლის სრული დემონტაჟი ერთი კვირის წინ მოხდა.

"გურია ნიუსი" დაუკავშირდა აბრაზე მითითებულ საკონტაქტო პირს, ვლადიმერ აბრამიშვილს.

_ ბატონო ვლადიმერ, თქვენ, ინდივიდუალური სახლის დემონტაჟისთვის ვაზისუბნის №18 - ში მოგმართათ საქართველოს პრეზიდენტის ბებიამ, მზია წერეთელმა. ბანერზე, რომელიც კარებთან არის გაკრული, არ არის მითითებული, რამდენ სართულიან სახლს აშენებს ქალბატონი მზია.

_ არ სჭირდება ჯერ არაფერი, სანამ არ დამტკიცდება. ვამტკიცებთ. ალბათ, ორშაბათს, ან სამშაბათს დამტკიცებაზე შევიტანთ. ჯერ არ კეთდება პროექტი. სანამ პროექტი დაიწყება, გაკეთდება ბანერი. იქ იქნება ბანერიც და ყველაფერიც. ყველაფერს ვაკეთებთ კანონის ფარგლებში.

კითხვაზე, _ რა თანხა ჯდება სახლის დემონტაჟი, ბატონმა ვლადიმერმა გვიპასუხა: "ამ საკითხებზე მე ვერ გაგცემთ პასუხს, მიმართეთ ქალბატონ მზიას."

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების
ქეთევან ჯანელიძე, ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი „გურია ნიუსთან“ აცხადებს,
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის,  ირმა ნადირაშვილის მეუღლე, დავით დაღელაშვილი ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში
2014 წლის 25 სექტემბერს "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" საჯარო ინფორმაციის
შობის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდეგ, გურიაში კალანდას განსაკუთრებით ელოდებიან. ძველი ტრადიციების
ქართულმა საფეხბურთო სამყარომ დიდი დანაკლისი განიცადა _ გარდაიცვალა სსრკ-ის ნაკრებისა