ფინანსები

პავლე კუბლაშვილი: "ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია _ ეს თვითონ პრემიერმაც დაადასტურა"

თეონა გიორგაძე  2013-09-04 13:00:00

საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევს, რომ ეკონომიკა მძიმე სიტუაციაშია. პავლე კუბლაშვილის განცხადებით, მათი მხრიდან არაერთხელ ყოფილა შეთავაზება ხელისუფლების მისამართით, რომ ერთად ებრძოლათ ამ პრობლემის გადასაჭრელად. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ამაზე უარი განაცხადა. თუმცა, მთავრობას მოუწია აღიარება, რომ ეკონომიკა ამ დროისთვის ცუდ მდგომარეობაშია.

"ჩვენ მსგავსი შეთავაზებები არაერთხელ გავაკეთეთ. ჩვენი გუნდის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ ღია წერილითაც კი მიმართა პრემიერ-მინისტრს, იყო შეთავაზებები კონსულტაციებზე, მაგრამ მათი მხრიდან ამას გამოხმაურება არ მოჰყოლია. სამწუხაროდ, ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია _ ეს თვითონ პრემიერმაც დაადასტურა. ძალიან კარგია, რომ დაადასტურა. მართალია, შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობას" გადააბრალა, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს პირველი ნაბიჯია _ ხვალ და ზეგ უკვე ეკონომიკის მინისტრსაც, პრემიერ-მინისტრსაც მოუწევთ იმის აღიარება, რომ ეს მათი არასწორი პოლიტიკის შედეგია," _ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გერმანიის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2013 წლის სამი
თბილისი (BPI) - მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მკვეთრი კლების, რუსული
ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვილნიუსის სამიტის შემაჯამებელ კონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა,
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტის შესაბამისად, თუ გასულ წელს ბიუჯეტმა
მოგების მკვეთრი ზრდა დარგის განვითარებასთან ერთად ლარის კურსის ცვლილებამაც განაპირობა. წლის