მთავარი თემა

გამოძიება მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობის ახალ ვერსიაზე მუშაობს

ეკა ალფაიძე  2013-09-10 13:50:30

მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობიდან ორი თვე გავიდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ძიების შედეგებზე ამ დრომდე არაფერს ამბობს.

"გურია ნიუსისთვის" ცნობილი გახდა, რომ მიქაუტაძის მეგობრის გელა მანჯავიძის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებით დასრულდა. მანჯავიძემ, რომელსაც მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა ედებოდა ბრალად, გამოძიებასთან თავიდანვე ითანამშრომლა და ორიათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა პატიმრობიდან.

"გელა მანჯავიძეს დაუმტკიცდა საპროცესო შეთანხმება _ 6 თვე თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით 1 წლის და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. ამას გარდა, მას დაეკისრა ჯარიმის გადახდა 2 ათასი ლარის ოდენობით და 5 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ასევე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება," _ უთხრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში "გურია ნიუსს".

გარდაცვლილი მიქაუტაძის დედა გუგული უგულავა ამბობს, რომ გამოძიებას საქმე არასწორი მიმართულებით მიჰყავს: "გამომძიებელს იქეთ მიჰყავს საქმე, რომ თითქოს მამუკამ ქუჩური გარჩევის გამო მოიკლა თავი. გამომძიებელს აკინძული აქვს იმხელა საქმე და ბოლოში იძლევა დასკვნას, რომ, ვითომ, მამუკას ქუჩაში მანჯავიძის ხალხი შეხვდა და მათთან ქუჩურ გარჩევა ჰქონდა, რასაც ვერ გაუძლო. მე სხვანაირად მგონია საქმე _ ვფიქრობ, აქ პოლიციაა მთავარი დამნაშავე. კიდევ ვაცლი გამოძიებას და მერე მე ვიცი, რასაც ვიზამ. ვატყობ, რომ რაღაც ხდება, მე გაჩუმებას არ ვაპირებ _ ჩემი შვილი დაახრჩეს და მერე თვითონ ჩამოკიდეს ხეზე," _ ამბობს გარდაცვლილის დედა.

"გურია ნიუსი" გელა მანჯავიძის ადვოკატს თამარ კვინტრაძეს დაუკავშირდა, რომელმაც კომენტარზე უარი გვითხრა: "ამ საქმეზე ვერაფერს გეტყვით. კარგად ბრძანდებოდეთ".

გამოძიების მასალებით, 2013 წლის 05 ივლისს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, შეშელიძის ქუჩაზე არსებული ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დააკავეს გელა მანჯავიძე, რომელიც დაკავებისას შეეცადა თავიდან მოეშორებინა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება _ 11,56 გრამი გამომშრალი მარიხუანა.

გელა მანჯავიძესთან ერთად იმყოფებოდა მისი ნაცნობი, ავტოსადგომზე ხელოსნად მომუშავე მამუკა მიქაუტაძე, რომელიც გელა მანჯავიძის ბრალდების საქმეზე იმავე დღეს შსს თბილისის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში მოწმედ დაიკითხა. მიქაუტაძემ მანჯავიძის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, რასაც მეუღლესთან და მეგობრებთან საუბარში პოლიციის მხრიდან ზეწოლით ხსნიდა. მეორე დღეს მიქაუტაძემ თბილისის ზღვაზე თავი ჩამოიხრჩო, საკუთარი თვითმკვლელობის შესახებ კი წინასწარ გააფრთხილა მეუღლე და მეგობარი. მიქაუტაძე ამბობდა, რომ მას პოლიციის სამმართველოში სცემეს და იძულებით დააწერინეს მეგობრის საწინააღმდეგო ჩვენება. დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალეკო გეჯაძემ მიქაუტაძის გვამზე დაზიანება აღმოაჩინა, რაც სამხარაულის საექსპერტო ბიურომ გამორიცხა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარი თანამშრომლებისა და გელა მანჯავიძის ჩვენებებზე დაყრდნობით პოლიციის შენობაში მიქაუტაძეზე ფიზიკური ზეწოლის ფაქტი გამორიცხა. მოწმის სახით დაკითხულმა გელა მანჯავიძემ განაცხადა, რომ დაკავების მომენტში პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მისი ან მამუკა მიქაუტაძის მიმართ რაიმე ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, ხოლო რაც შეეხება მამუკა მიქაუტაძის დაკითხვის პროცესს, გელა მანჯავიძის ჩვენებით ირკვევა, რომ ისინი თბილისის მთავარი სამმართველოს შენობაში იმყოფებოდნენ საერთო ფლიგელში და მამუკა მიქაუტაძე დაკითხვის დროს იჯდა მის მოპირდაპირე მხარეს. გელა მანჯავიძის ჩვენებით მამუკა მიქაუტაძის დაკითხვის პროცესში, ამ უკანასკნელის მიმართ გამომძიებლის ან სხვა პოლიციის თანამშრომლის მხრიდან, რაიმე ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ან ფსიქოლოგიურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეს შსს-ს გენერალური ინსპექცია იძიებს. შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი ამბობს, რომ ძიების შედეგებზე და ვერსიებზე ვერაფერს გვეტყვის: "ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება. გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად, მის დასრულებამდე დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ."

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


"საპარლამენტო უმცირესობას თავისი სამივლინებო ხარჯების გადახარჯვა აქვს უკვე და როცა
თქვენი დაბადების თარიღი, საცხოვრებელი მისამართი და სხვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობით
"საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნულ გუბერნატორებს შორის არაგენდერული დანიშვნა მოხდა _
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, "მოქალაქეთა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2013-2013 წლების აგვისტოს თვის, რეგისტრირებული დანაშაულის
პავლე კუბლაშვილი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტზე აცხადებს, რომ არ შეიძლება