ფინანსები

ხუდონჰესის წინაააღმდეგ აქციები გრძელდება

ცისანა შერგილაშვილი  2013-09-27 15:31:06

"სახელმწიფოს მემკვიდრეობითი, უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი "მდგრადი განვითარების" პოლიტიკის მიზანი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების მაქსიმალურად ათვისებაა, რასაც ეკოლოგიურ კატასტროფამდე მივყავართ. სახელმწიფოსა და კერძო მესაკუთრეთა კორუფციული გარიგებების შედეგად ნადგურდება მწვანე საფარი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. იგეგმება ასზე მეტი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რაც გამოიწვევს ეკოსისტემის განადგურებას, კლიმატის ცვლილებას, სოფლებისა და ათასობით ჰექტარი ტერიტორიის დატბორვას".

ასე იწყებენ თავიანი განცხადების ტექსტს ის მოქალაქეები, რომლებიც შაბათს სვანეთის სოფელ ხაიშში ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის გასამართად თბილისიდან მიდიან.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ლევან ლორთქიფანიძემ განაცხადა, შაბათს 3 საათზე სვანეთში ხაიშელების სოლიდარობის ნიშნად მიდიან.

"ხაიშელებს ვაგრძნობინებთ, რომ თუ ის პრემიერ მინისტრმა, მთავრობამ, პარლამენტმა და გარემოს დაცვის კომიტეტმა მიატოვა, ჩვენ არ მივატოვებთ და მოქალაქეები გვერდით დავუდგებით", _ აღნიშნა ლევან ლორთქიფანიძემ 26 სექტემბერს კანცელარიის წინ გამართულ აქციაზე.

მოქალაქეთა მიერ "ფეისბუქით" გავრცელებულ განცხადებაში მიმოხილულია ხუდონჰესის პრობლემა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო პირველი საპროტესტო გამოსვლები ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ. ადგილობრივი მოსახლეობის პრინციპული წინააღმდეგობის შედეგად ჰესის მშენებლობა შეჩერდა. წლების განმავლობაში მთავრობების ცვლასთან ერთად, პერიოდულად ხდებოდა აღნიშნული პროექტის წინ წამოწევა.

საზოგადოება დღესაც ამ პრობლემის წინაშე დგას. მმართველი პოლიტიკური ძალის წინასაარჩევნო დაპირება (სეისმურობის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, დიდი ჰესების მშენებლობის აკრძალვა) დაპირებად რჩება. სვანეთს მასშტაბურ პრობლემას უქმნის ენერგეტიკის სამინისტროს უგუნური პოლიტიკა - განახორციელოს 28-მდე მცირე და დიდი ჰესის პროექტი. ხუდონჰესის გარდა იგეგმება მდინარე ნენსკრასა და მდინარე ნაკრაზე ჰესების კასკადის მშენებლობა, რაც ჯამში ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ კავკასიონი წარმოადგენს ახალგაზრდა მთათა სისტემას და სეისმურად აქტიური ზონაა. შესაბამისად, ხუდონჰესის პროექტის მსგავსი გრანდიოზული მშენებლობები დიდ საფრთხეს უქმნის არამხოლოდ სვანეთს, არამედ მთელ რეგიონს. ხუდონჰესის პროექტით გათვალისწინებული, გამომუშავებული ელექტროენერგიის 91 პროცენტი გათვლილია ექსპორტზე, დანარჩენი 9 საქართველოს მოხმარდება, რაც ქვეყნის მთლიანი ენერგომოხმარების 1 პროცენტია.

ხუდონჰესის აშენებით საქართველოს ენერგოსისტემა მხოლოდ უმნიშვნელო დანამატს იძენს. აქედან გამომდინარე, ენერგეტიკული თვალსაზრისით ეს პროექტი გაუმართლებელია და მაქსიმალურად მორგებულია ინვესტორის პირად ინტერესებზე! სახელმწიფო და კომპანია პროექტის საპირწონედ გვთავაზობს 1 დოლარად გაყიდული 1538 ჰექტარი მიწის ფართობიდან 184 ოჯახის გასახლებას (გაურკვეველი მიმართულებით)! ჰესის მშნებლობა გამოიწვევს ეკოსისტემის განადგურებას! კლიმატის ცვლილებას! ამავე ტერიტორიაზე ასობით ჰექტარი წყლის ქვეშ აღმოჩნდება! 14 დასახლება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები განადგურდება! ჩვენ გავხდებით ეთნოგრაფიული კატასტროფის მომსწრე - სვანეთს ემუქრება დაცლა!

ვეწინააღმდეგებით სახელმწიფოს რესურსების მაქსიმალური ათვისების პოლიტიკასა და კერძო მესაკუთრის მტაცებლურ ინტერესებს. ირღვევა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლება (კონსტიტუციის 37-ე მუხლი: 3. ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს; 4. სახელმწიფო ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს გარემოს დაცვას და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობას, ქვეყნის მდგრად განვითარებას საზოგადოების ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების შესაბამისად ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად; 5. ყველას აქვს უფლება, დროულად მიიღოს სრული და ობიექტური ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ). სოლიდარობას ვუცხადებთ შეუპოვარ ადგილობრივ მოსახლეობას! ძირს ხუდონჰესი!" _ ნათქვამია განცხადებაში.



ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2014 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის შეხვედრა საფინანსო კომიტეტში დასრულდა. მინისტრმა კომიტეტში
(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ საქართველოს მთავრობის "საჩუქარის" _ 20-ლარიანი
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ზაზა
მიმდინარე წლის 10-12 თებერვალს ქ.თბილისში, სასტუმრო Courtyard Marriott-ში, მსოფლიო ბანკის
ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, სვანეთში 6 თებერვლის შეხვედრის გარშემო გაუგებრობები არ