მთავარი თემა

მარტვილის 28-ე უბანზე ამომრჩევლებს ხმის მიცემის უფლებას სხვის ნაცვლად აძლევენ

სალომე სიგუა თამთა კაკაურიძე  2013-10-27 12:28:02

მარტვილის 65-ე ოლქის 28-ე საარჩევნო უბანზე ერთი რეგისტრატორის მიერ რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ "გურია ნიუსს" საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა ნადული ჯღარკავამ განუცხადა.

მისი თქმით, რეგისტრატორმა ნონა ძარიამ რამდენიმე ამომრჩეველს ხმა პროცედურის დარღვევით მიაცემინა.

"კონკრეტულად, ძარიამ ერთ-ერთ ამომრჩეველს სხვის მაგივრად მიაცემინა ხმა. არც პასპორტი და არც ამომრჩევლის ბარათის ნომერი არ შეუმოწმებია. ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, მანამდე ამავე რეგისტრატორმა ამომრჩეველს პასპორტი არ მოსთხოვა და უპასპორტო ადამიანს მისცა ბიულეტენები და დააფიქსირებინა არჩევანი. ამ ამომრჩეველს პასპორტი კი ჰქონდა, მაგრამ რეგისტრატორს მისი შემოწმება არ მოუთხოვია. ამ შემთხვევებზე უკვე დაწერილია საჩივრები", _ ამბობს ჯღარკავა.

მისივე თქმით, დარღვევა დაფიქსირდა გადასატან ყუთთან დაკავშირებითაც.

"გადასატან ყუთს გაყვნენ და სხვის მაგივრად მიაცემინეს ამომრჩეველს ხმა. ზოგადად პროცესი კი დაძაბულ ფონზე მიმდინარეობს. მთლად სიმშვიდე არ არის. დაჭიმული სიტუაციაა",_ უთხრა "გურია ნიუსს" ჯღარკავამ.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


2014 წლის 8 იანვარს, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ტერორისტული აქტის
"მარადისობის კანონის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის სული, გაცილებით უფრო
ცოტა ხნის წინ, ჩოხატაურის საავადმყოფოს მედპერსონალისთვის დავალიანების გასტუმრება პოლიციამ თავის
ოზურგეთის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფმა ფართო საზოგადოებასთან ერთად
ეგზითპოლის 6 საათის მონაცემებით თვითმმართველ ქალაქებში მდგომარეობა შემდეგია: ბათუმი: გიორგი ერმაკოვი კოალიცია
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უკვე შევიდა პროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, თანამდებობის