სამართალი

ავსტრიიდან საქართველოში დავით ჩაგინავას ექსტრადიცია განხორციელდა

  2013-11-07 13:38:36

დავით ჩაგინავა თბილისის, ანკარის და ვენის ინტერპოლების თანამშრომლობის შედეგად 30 სექტემბერს ავსტრიის რესპუბლიკაში დააკავეს. იგი დაპატიმრების და ექსტრადიციის მიზნით ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნაში 2013 წლის 10 სექტემბრიდან იმყოფებოდა. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას და წამებას.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მეგის ქარდავამ შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მისადმი დაქვემდებარებული, შს სამინისტროს თანამშრომლებისა და სხვა პირებისგან შექმნა სტრუქტურული ფორმის მქონე, მყარად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანი იყო სხვადასხვა დანაშაულის ჩადენა. დავით ჩაგინავა წარმოადგენდა ამ დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთ წევრს. მეგის ქარდავას უშუალო დავალებით ჯგუფის წევრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით, ტყის მასივებში, კონკრეტულ პირთა წამების, დაშინების და სხვა უკანონო ქმედებების ჩასადენად მოწყობილი ჰქონდათ ე.წ. "მიწურები" და ხის სადგომები.

2011 წლის განმავლობაში, აღნიშნული ადგილების გამოყენებით, დავით ჩაგინავა სხვადასხვა დროს, თანამზრახველებთან ერთად, მეგის ქარდავას დავალებით, უშუალოდ მონაწილეობდა ორი პიროვნების გატაცებაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ცემაში, წამებაში, არაადამიანურ მოპყრობასა და გაუპატიურებაში. ზემოხსენებულ ქმედებებს ჯგუფის წევრები ახორციელებდნენ, რათა უდანაშაულო პირებისგან მიეღოთ აღიარებითი ჩვენებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ივლისის განჩინებით დავით ჩაგინავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

ამჟამად დავით ჩაგინავა გადაყვანილი და მოთავსებულია რუსთავის N9 საპყრობილეში.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან
საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომლის თანახმადაც
შსს-მ ყვარლის რაიონში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
ზუგდიდში მეგის ქარდავას ცოლის ძმა დაჭრეს. შეიარაღებული თავდასხმა ზუგდიდის ცენტრში
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის
სუიციდის პრევენციის პროგრამა, რომელიც პენიტენციურ სისტემაში საპილოტე რეჟიმში 2013 წლის