მთავარი თემა

ვისია საეჭვო კომპანია, რომელიც ოზურგეთის სოფლებში ნავთობს ეძებს?

ჟანა მეგრელიშვილი  2013-11-13 11:19:17

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში: ნატანებში, ურეკში, შრომაში, კონჭკათში და ბაილეთში რამდენიმე დღეა, რაც მოსახლეობის თქმით, საეჭვო კომპანიის წარმომადგენლები შენიშნეს, რომლებიც სოფელში მოსახლეობასთან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, მიწაში ასობენ პალოებს და ეუბნებიან ხალხს, რომ ეძებენ ნავთობს და სადაც პალოა, იქ აფეთქება უნდა მოახდინონ. ეს ინფორმაცია "გურია ნიუსს" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან მიაწოდეს.

ჩვენ დავუკავშირდით სოფელ კონჭკათის რწმუნებულს გელა აროშიძეს, რომელმაც აღნიშნული ფაქტი დაგვიდასტურა. მისი განცხადებით საეჭვო კომპანია უკრაინულია და სოფელში ყოველგვარი გაფრთხილების გარეშეა შემოსული.

"როგორც მე ვიცი, ამის შესახებ არ იცის არც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა კოტე შარაშენიძემ და არც მისმა მოადგილემ. საქმის კურსში არც გამგეობის იურისტია.

არ ვიცით, რა ხდება, რას ეძებენ ეს ადამიანები სოფელში. თუ ნავთობს ეძებენ, ამას რა უნდა დასახლებაში? არც საკონტაქტო ნომერი გვაქვს მათი, რომ დაგაკავშიროთ", _გვითხრა კონჭკათის რწმუნებულმა გელა აროშიძემ.

აღნიშნული ინფორმაცია სხვა სოფლის რწმუნებულებმაც დაგვიდასტურეს.

ჩვენ ასევე ხელში ჩაგვივარდა ხელშეკრულებად წოდებული ფარატინა ფურცელი, სადაც ამობეჭდილია კრაკოვშის სააქციო საზოგადოებად წოდებული იურიდიული პირის შეთანხმება ვიღაცასთან თბილისში.

"გურია ნიუსს" ამ ფაქტთან დაკავშირებით დაუკავშირდა გამგებლის მოადგილე გიორგი ღურჭუმელიძე, რომელმაც გვითხრა, რომ აღნიშნულმა პირებმა გამგეობას ცნობის სახით მიაწოდეს ინფორმაცია, რომ რამდენიმე სოფელში იმუშავებენ ნავთობის საძებნელად.

ამ თემაზე "გურია ნიუსი" განაგრძობს მუშაობას და ოპერატიულ ინფორმაციას მკითხველს მალე მივაწვდით.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან გუშინ დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადაცდომების გამო
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მოსახლეობაში პრობლემებმა იმატა. ეკონომიკურ სიდუხჭირეს ისიც დაემატა,
დღეს პრემიერ-მინისტრთან გამართული ერთობლივი კონსულტაციების შედეგად საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, "პროკურატურის
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ყოველ დღე ავარიულ
ჩვენ საკურორტო სეზონის დადგომასთან ერთად მკითხველს ტრადიციულად ვთავაზობთ, თუ რა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ის ბავშვები, რომლებსაც სწავლის დაწყებამდე