პოლიტიკა

მოქეიფე დეპუტატებს განცხადებები დააწერინეს

ჟანა მეგრელიშვილი   2010-11-25 18:55:23

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ალეკო მამეშვილმა, ამერიკიდან ჩამოსვლისთანავე, საკრებულოს მთლიან შემადგენლობასთან საგანგებო თათბირი გამართა. იმავე დღეს კი საკრებულოს აპარატის რამდენიმე თანამშრომელმა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადება დაწერა.
რატომ “დაემთხვა” განცხადებების დაწერა საკრებულოს თავმჯდომარის მივლინებიდან დაბრუნებას და უკავშირდებოდა თუ არა ყოველივე ეს გაზეთ “გურია ნიუსში” გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც აღწერილი იყო, თუ როგორ ქეიფობდნენ 28 ოქტომბერს, სამუშაო საათებში, საკრებულოს წევრები რესტორან “ფიროსმანში”, ამის გასარკვევად “გურია ნიუსმა” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ალეკო მამეშვილს ოფიციალური წერილით მიმართა:
_ ბატონო ალეკო, გაზეთ “გურია ნიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს თანამშრომლებმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მასიურად დაწერეს განცხადებები. არის თუ არა ეს იმ დისციპლინარული დარღვევით გამოწვეული, რომელიც 28 ოქტომბერს რესტორან “ფიროსმანში” სამუშაო საათებში დროსტარებას უკავშირდება? (საერთოდ, ბატონ ალეკოს ნამეტნავად უყვარს ოფიციალური წერილებით მიმართვა და პირადად საუბარს ერიდება, რაც უშუალო კომუნიკაციას პრობლემებს უქმნის. ასეთი საქციელი კი ყოფილი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრის მხრიდან ნამდვილად გასაკვირია. რედ.)
წერილობით პასუხში მამეშვილი უარყოფს, რომ განცხადებების დაწერა “გურია ნიუსში” გამოქვეყნებულ მასალას უკავშირდება: “მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის რამდენიმე თანამშრომელმა დაწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, რაც არ შეეხება თქვენს წერილში მოყვანილ გარემოებებს, ხოლო დისციპლინური გადაცდომისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები გახორციელდა”, _ წერია საკრებულოს თავმჯდომარის ხელმოწერით დამოწმებულ წერილში.
ამის შემდეგ საკრებულოს საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირს მივმართეთ: _ გთხოვთ, გვაცნობოთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა სახელობითი სია, ვისზეც გახორციელდა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები, ასევე ის მიზეზები, რის გამოც მათ დაეკისრათ დისციპლინარული პასუხისმგებლობა.
_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებზე გახორციელდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები. მიზეზი არის ის რომ, მათ დაარღვიეს დაწესებულების შინაგანაწესის მოთხოვნები და სამუშაო საათებში არ იმყოფებოდნენ სამსახურში. გაწვდით მათ სახელობით სიას: პაატა ბურჭულაძე, ნინო ერქომაიშვილი, ნონა მდივანი, ნანა თავდუმაძე, ვახტანგ გველებიანი, გია ბაბილოძე, თამილა დოლიძე, ეკა ნანავა, მაკა მეგრელაძე, მიშა შილაკაძე, მაია ნარსია, ქეთინო კვაჭანტირაძე, ნანა უგრეხელიძე, რუსუდან ხაბეიშვილი, _ ამის მოსაწერად საკრებულოს დაახლოებით 4 საათი დასჭირდა.
საკრებულოში “ცოცხალი თავით” არ ადასტურებენ, რომ თანამშრომლების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გატარება “გურია ნიუსის” #86 გამოქვეყნებულ სტატიას “ხალხის რჩეულნი სამუშაო საათებში რესტორანში ქეიფობენ” (ავტორი ნატო გოგელია) მოჰყვა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მამეშვილმა მოქეიფე დეპუტატებს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებების დაწერა მოსთხოვა, თუმცა, მერე მათი განცხადებები აღარ დააკმაყოფილა და რატომღაც, მხოლოდ საყვედურით შემოიფარგლა.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ "ენერგო პრო-ჯორჯიას" გურიის მუნიციპალიტეტების სერვისცენტრებიც აჭარის
როგორც ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს აღნიშნა, დავით
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ პარტია თავისუფალმა დემოკრატებმა საუბნო საარჩევნო
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" განცხადებით, 22 მაისის შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი ძალებიდან,
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელმა ილია კოკაიმა „ზესტაფონის“ თბილისის ოფისში გამართულ