ფინანსები

ჩოხატაურის გამგეობა კანონს არღვევს

ნატო გოგელია   2010-11-25 18:56:07

რომლის მიხედვით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას, საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო სამსახურისთვის, ინდმეწარმე მაგული ხონელიძისგან მობილური ტელეფონი 405 ლარად აქვს შეძენილი. ხელშეკრულების თანახმად, ერთი ტელეფონია ნაყიდი, თუმცა, გამგეობის ბუღალტრის ზურაბ შათირიშვილის მტკიცებით, 405 ლარად ორი ტელეფონი შეიძინეს _ ერთი გამგებლის მოადგილის, დიმიტრი კორიფაძისთვის, მეორე კი საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო სამსახურის უფროსის ვარდო სიხარულიძისთვის. გაირკვა ისიც, რომ კორიფაძეს 80 ლარიანი ტელეფონი “ნოკია 1202” გადასცეს, სიხარულიძეს კი 325-ლარიანი “ნოკია 5130”. ვინაიდან საქმე სახელმწიფო შესყიდვებს ეხება, სიხარულიძეს “ნოკია 5130” გამგეობის საფინანსო სამსახურისთვის უნდა ჩაებარებინა, რადგან იგი თანამდებობიდან ერთ თვეზე მეტია, რაც გადადგა.
საფინასო სამსახურის უფროსის, ზურაბ ჩანტლაძის ინფორმაციით, საფინანსო სამსახურისთვის ტელეფონი არავის ჩაუბარებია. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გია გიორგაძემ კი გვითხრა, რომ ტელეფონი გამგეობაში დაბრუნდება:
_ ვესაუბრე ქალბატონ ვარდოს და გამოაგზავნის. პრობლემა არ იქნება, _ გვითხრა გიორგაძემ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ფაქტში პრობლემას ვერც გამგეობის ბუღალტერი ხედავს, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება კანონის დარღვევით არის გაკეთებული. უნდა ითქვას ისიც, რომ გამგეობის ბუღალტერიაში მსგავსი სახით შესრულებული ხელშეკრულებების ბუმია, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო შესყიდვების გახორციელების წესის შესახებ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის #1 ბრძანების თანახმად აუცილებელია:
_ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში შეტანილი უნდა იქნას შემდეგი აუცილებელი ელემენტები და პირობები: ა) ხელშეკრულების მხარეების ზუსტი დასახელება და რეკვიზიტები; ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები, ძირითადი მახასიათებლები და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაოდენობა (რაც გამგეობის მიერ შედგენილ ხელშეკრულებების უმეტესობაში დარღვეულია. ნ.გ.), ერთეულის და მთლიანი ღირებულება; გ) ხელშეკრულების ჯამური ღირებულება (ფასდათმობების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით); დ) შესასყიდი საქონლის, სამუშაოს, მომსახურების ხარისხი. საჭიროების შემთხვევაში არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობა; ე) საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების, მომსახურების გაწევის ეტაპობრივი ვადები და ადგილი; ვ) საქონლის, სამუშაოების, მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი; ზ) ანგარიშსწორების ფორმა, გრაფიკი (ვადები) და ადგილი; თ) ხელშეკრულების შესრულების გარანტია (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში); ი) მხარეთა უფლება-მოვალეობანი; კ) მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის; ლ) ფორს-მაჟორული სიტუაციები; მ) ხელშეკრულების პირობების, მათ შორის ფასების გადასინჯვის შესაძლებლობა; ნ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა; ო) დავების გადაწყვეტის წესი.
აქედან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაარღვია სააგენტოს ბრძანება და ნორმატიული აქტის მოთხოვნათა დარღვევით შეადგინა ხელშეკრულებები.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #74, მიმდინარე წლის 19 აპრილს არის დადებული , რომლის მიხედვით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას, საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო სამსახურისთვის, ინდმეწარმე მაგული ხონელიძისგან მობილური ტელეფონი 405 ლარად აქვს შეძენილი. ხელშეკრულების თანახმად, ერთი ტელეფონია ნაყიდი, თუმცა, გამგეობის ბუღალტრის ზურაბ შათირიშვილის მტკიცებით, 405 ლარად ორი ტელეფონი შეიძინეს _ ერთი გამგებლის მოადგილის, დიმიტრი კორიფაძისთვის, მეორე კი საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო სამსახურის უფროსის ვარდო სიხარულიძისთვის. გაირკვა ისიც, რომ კორიფაძეს 80 ლარიანი ტელეფონი “ნოკია 1202” გადასცეს, სიხარულიძეს კი 325-ლარიანი “ნოკია 5130”. ვინაიდან საქმე სახელმწიფო შესყიდვებს ეხება, სიხარულიძეს “ნოკია 5130” გამგეობის საფინანსო სამსახურისთვის უნდა ჩაებარებინა, რადგან იგი თანამდებობიდან ერთ თვეზე მეტია, რაც გადადგა.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე, დეპუტატმა გოჩა ძიმისტარაშვილმა გააკეთა
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, 2014 წლის 
დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო
საჯარო ინფორმაციაში 2012 წელს გახორციელებული პროექტების შესახებ, რომელიც საქართველოს კულტურისა
"მარნული აგროში" მარცვლეული კულტურების აღების სეზონი დაიწყო. კომპანია წელს ხორბლის
ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ბუნებრივ აირზე ფასის შემცირებას არ გამორიცხავს: _ თუ