საზოგადოება

ისინი ამ სახელმწიფოს არ ეკუთვნიან

მანანა სურმანიძე   2010-11-25 18:58:54

საქართველოს პარლამენტის წევრს კორნელი კუკულავას,
ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარეს ანტონ ხუნდაძეს,
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს მამუკა დოლიძეს
ყოფილი #2 ჩაის ფაბრიკის ბინების მცხოვრებთა კოლექტიური განცხადება
აღნიშნულ მისამართზე ვცხოვრობთ ათი ოჯახი, რომლებიც გადანაწილებულები ვართ ოთხ კორპუსში. გაუსაძლისი პირობების გამო, საცხოვრებელი დატოვა რამდენიმე ოჯახმა, რომლებიც მცირეწლოვანი ბავშვებით შეკედლებულნი არიან უახლოეს ნათესავებთან. ჩვენი გასაჭირი მდგომარეობს შემდეგში: ბინები აშენებულია გასული საუკუნის 50-იან წლებში, რის შემდეგაც არანაირი სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. ამიტომ, სახურავი გაიცრიცა და როგორც გარეთ, ისე წვიმს ოთახებში. არ ვარგა არც იატაკი და არც კარ-ფანჯრები. უმორჩილესად გთხოვთ, გულთან მიიტანოთ ჩვენი გასაჭირი და დაგვეხმაროთ აღნიშნული საკითხის მოგვარებაში.
განცხადებას ხელს აწერს ცხრა ოჯახი.

ეს განცხადება 2009 წლის 29 ივნისს არის დაწერილი. მსგავსი განცხადება #2 ჩაის ფაბრიკის ბინების მცხოვრებთა მიერ არაერთხელ გაგზავნილა რაიონის ხელისუფალთა სახელზე, მაგრამ, როგორც განმცხადებლები ამბობენ, დღემდე მხოლოდ დაპირებებია.
არ შეიძლება, მსგავსი გაუსაძლისი პირობები იყოს სადმე. “არ ვარგა არც იატაკი და არც კარ-ფანჯარა”, _ წერია განცხადებაში, თუმცა, იატაკს ვერ დაარქმევთ უსწორმასწოროდ ჩაგებულ ფიცრებს, რომელიც ბევრ ადგილზე სიდამპლისგან ჩავარდნილია. კარებს, რომელიც თხელი ფანერისგან არის შეჭედილი, ნიავიც კი აღებს, ფანჯრები, რომლებზეც პოლიეთილენის პარკებია გაკრული, არ იკეტება და თოკით აქვთ დაბმული. რაც შეეხება საოჯახო ჭურჭელს, სხვენზე აქვთ ატანილი, რომ წვიმა ოთახში არ ჩამოვიდეს.
შენობები სახურავჩამონგრეული, კედლებმორღვეული, განადგურებულია, პატარა ნაკვეთები ფიჩხითაა შემოფარგლული და საერთოდ, აქაურ მცხოვრებთა ეკონომიკური მდგომარეობა შემაშფოთებელია. ნანგრევებში მოყოლის შიშით ზოგი სხვადასხვა სოფლებში ნათესავებთან გადავიდა საცხოვრებლად, ზოგიც _ ნაქირავებში.
მობინადრეების უმრავლესობა პენსიონერია, მათ პურის ფული ენატრებათ და ბევრი თხოვნის მიუხედავად, არანაირ დახმარებას არ იღებენ.
ვარდო სიხარულიძე: _ როცა არჩევნები მოდის, მაშინ ვახსენდებით. ასეთ გაუსაძლის პირობებში როგორ გამაქვს თავი, გასაკვირია.
აქ ახალგაზრდა ოჯახებიც ცხოვრობენ, მარტოხელა დედებიც, ერთ, ორ და სამ შვილთან ერთად.
ხათუნა დოლიძე: _ მე საერთოდ ჰაერში ვარ გამოკიდებული _ უდედმამო, უქმარშვილო და ამ სიტუაციიდან გამომდინარე, უპატრონოც. როცა დათო ბარამიძის სახერხი საამქრო მუშაობდა, დასაქმებული ვიყავით და არც შეშის პრობლემა გვქონდა, არც არავინ შეგვიწუხებია. სამადლოდ შემიფარეს, ოთახს, რომელშიც შევედი, კარ-ფანჯარა არ ჰქონდა და გაუკეთეს. სოციალურმა აგენტმა, რომელიც ოზურგეთიდან გახლდათ, მშვენივრად ცხოვრობ და რა დახმარებაზე საუბრობო, მითხრა. ვარ ასე ღვთის შემწეობის იმედზე. განცხადება რომ დავწერო და სამსახური ვითხოვო, ვინმე დამეხმარება? _ მეკითხება უმაღლესი განათლების მქონე ქალბატონი.
წლები გადის, მდგომარეობა მძიმდება. აქაურების ამბის მკითხავი შიგადაშიგ გამოჩნდება ხოლმე, თუმცა, ეს მათ ყოფას არ ცვლის. გასულ კვირას, ბოლო განცხადების დაწერიდან ოთხი თვის შემდეგ, პარლამენტის წევრი კორნელი კუკულავა ყოფილა მათთან, მაგრამ...
როგორც რაიონის არქიტექტორმა გოგი ბოლქვაძემ (რომელიც ადგილზე გვახლდა, რა თქმა უნდა ჩვენი თხოვნით) გვითხრა, რომ 2011 წლისათვის დაგეგმილია ორი საცხოვრებელი სახლის შეკეთება, რის შემდეგაც იქ მცხოვრებლებს შეექმნებათ ცხოვრების ნორმალური პირობები.
2011 წლამდე წინ დიდი ზამთარია და მეტად საეჭვოა, ამ სახლებმა დიდ თოვლს გაუძლონ, ხოლო მობინადრეებმა _ ყინვას.
საინტერესო კი ის არის, რომ დაბის ხელისუფლებამ, ჩოხატაურში არსებული ყველა საცხოვრებელი ბინა გაარემონტა, გარდა #2 ჩაის ფაბრიკის ბინებისა. რატომ არ დაეხმარნენ მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას, გაუგებარია. ამიტომაც ამბობენ აქაური მცხოვრებლები _ ჩვენ, ალბათ, ამ სახელმწიფოს არ ვეკუთვნით!

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ამის შესახებ "გურია ნიუსს" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ამერიკული პეპელას საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო. ადგილებზე ხდება
საქართველოს სახალხო დამცველი ზუგდიდის სოფელ ზედა ეწერში იეჰოვას მოწმეების სამეფო
სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები გარემოსდაცვით პროექტებში მიიღებენ მონაწილეობას.  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი
1 სექტემბერს, 11:30 საათზე ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, შავი ზღვის
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო ოპერაციებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები