მთავარი თემა

ამ წუთებში უკრაინის რადასთან მდგომარეობა დაძაბულია

დავით ჩხიკვაძე  2013-12-03 07:51:42

უკრაინის რადას შენობასთან, ამ წუთებში მდგომარეობა დაძაბულია. მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმი რამდენიმე რიგად დგას და მომიტინგეებს, რომლებსაც რადას ცენტრალური შესასვლელიდან სურთ შესვლა, ახლოს არ უშვებენ. სპეცრაზმმა, მათ გზა გრუშევსკის ქუჩაზე გადაუკეტა და როგორც ადგილობრივი მედია იუწყება ძალაც გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებს მინისტრთა კაბინეტის და რადას პიკეტირებისკენ, უკრაინის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, იური ლუცენკომ მოუწოდა. გეგმის თანახმად, კოლონას, რომელსაც თავად ლუცენკო ხელმძღვანელობს, ადგილობრივი დროით 7:30  მინისტრთა კაბინეტის შენობის, ხოლო 9:30 რადის პიკეტირება უნდა მოეხდინა.

უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმა და პოლიციამ აღნიშნული შენობებს ალყა მომიტინგეების მისვლამდე შემოარტყეს.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი ფლობენ ინფორმაციას, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან პროვოკაცია იგეგმება, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს და ყველა იმ საშუალებას გამოიყენებს, რომელიც მსგავს შემთხვევებში კანონით დაშვებულია.

ფოტო:wedomosti.ru

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


მეორე დღეა, ხაიშის მცხოვრებელთა გარკვეული ჯგუფი აზომვით სამუშაოებს აპროტესტებს, რომელიც
საკონსტიტუციო სასამართლომ, რამდენიმე დღის წინ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების
ოზურგეთის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფმა ფართო საზოგადოებასთან ერთად
საკანონმდებლო-საბიუჯეტი შანტაჟი მთავრობისგან, რომელმაც საქართველოს 2015 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი, შესაძლოა,
"გამგებლობა არც ჩემი პოლიტიკური კარიერის  ლოგიკური გაგრძელებაა და არც ჩემი
ათიოდე დღეა, რაც ოზურგეთის პოლიციის სამმართველოს უფროსი, გია ურიდია დაკავებული