21-ს ქვევით

მეთორმეტეკლასელები _ სასკოლო გამოცდებისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ზღვარზე

გიორგი გირკელიძე   2010-11-25 19:06:47

ოქტომბერში, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ახალი საპროტესტო ტალღა დაატყდა თავს, მათი კრიტიკოსები ამ ეტაპზე მეთორმეტეკლასელები აღმოჩდნენ. მათი მოთხოვნა იმ რვა გამოცდის გაუქმებაა, რომელიც ახალი პროგრამით უნდა ჩააბარონ.
ჩვენს გაზეთთან საუბრისას ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლელა იმედაშვილმა თქვა, რომ 8 გამოცდის ჩაბარება მეთორმეტეკლასელებს ახალი კომპიუტერული პროგრამით მოუწევთ.
_ ჩAთ-ის პროგრამა ძალიან მოქნილია და მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი ცოდნა ამა თუ იმ საგანში. ოზურგეთელ მოსწავლეებს ექნებათ საშუალება, უკეთ გაეცნონ ამ პროგრამას და კომპეტენტური ადამიანებისგან მიიღონ ამომწურავი პასუხები. მალე უფროსკლასელებს ეროვნული საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელები შეხვდებიან. რაც შეეხება მათ მომზადებას გამოცდებისთვის, ყველას ვურჩევ ინტენსიურად დაესწრონ აბიტურის გაკვეთილებს სკოლებში. მასწავლებლები, უკვე არსებული საგამოცდო პროგრამის მიხედვით, სწორედ აბიტურის საათებზე ამუშავებენ მოსწავლეებს. გამოცდები მაისში ჩატარდება ყველა ზოგადსაგანმანთლებლო სკოლაში, მანამ აბიტურიენტებს შეეძლებათ დარეგისტრირდნენ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.
რაც შეეხება ჩემს პოზიციას გამოცდებთან დაკავშირებით, მე მახსოვს, მშობლები როგორ ითხოვდნენ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე მოსწავლეებს ჰქონოდათ გამოცდების გამოცდილება, რის შესაძლებლობასაც ჩვენი სკოლები ამ ბოლო დროს არ აძლევდნენ ბავშვებს.
მე მესმის, რომ მათ აქვთ განცდა, რომ ესა თუ ის საგანი სრულყოფილად არ იციან, მაგრამ უკვე ერთი წელია ვაცნობეთ, რომ გამოცდები აუცილებლად ჩაუტარდებოდათ, თანაც არის სასკოლო აბიტურები, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მათ ისწავლონ და დაძლიონ საგამოცდო პროგრამა. მაგრამ... არის ერთი მაგრამ... ბავშვები, სამწუხაროდ, დარწმუნებული იყვნენ, რომ გამოცდები არ იქნებოდა, ვერ გეტყვით, რატომ ჰქონდათ ეს განცდა, მაგრამ გამოცდები ნამდვილად ჩაუტარდებათ.
_ ბავშვების უმეტესობა ამბობს, რომ, როდესაც ეროვნულ გამოცდებზე გავლენ, მანამდე მობილიზაცია რვა გამოცდაზე უნდა გააკეთონ, თან კიდევ, სემესტრულად ისწავლებოდა ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა. ახლა კი უწევთ მაგ საგნების განმეორება.
_ ეს საგნები სწავლებიდან ამოღებული ხომ არ ყოფილა? ისწავლებოდა ტრიმესტრულად, ასე იყო მხოლოდ 2 წელი, მანამ ისინი ამ საგნებს ჩვეულებრივ სწავლობდნენ, პრობლემა საგნების ტრიმესტრულ სწავლებაში კი არ არის, არამად ამ ტრიმესტრული საგნების სრულიად იგნონირებაში. მოსწავლეები, თუ ამ საგანს არ აბარებდნენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, აბსოლუტურ იგნიორირებას უკეთებდნენ და არც ტრიმესტრულად სწავლობდნენ, ამან მიგვიყვანა სამწუხაროდ ცუდ შედეგამდე, სკოლამ დაკარგა ზოგადსაგანმანათლებლო ფუნქცია.
_ ქალბატონო ლელა, გულწრფელად მიპასუხეთ, განათლების და მეცნიერების სამინისტრო მივიდა თუ არა იმ დასკვნამდე, რომ სკოლებში სემესტრულად არ უნდა ისწავლებოდეს ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა და ა.შ..
_ ამ საკითხზე მე კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ _ ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, რომ შეცვალა ეს გადაწყვეტილება სამინისტრომ, ეს იმას ნიშნავს, არ მიიჩნია ასე სწავლება მიზანშეწონილად.
მოსწავლემ სასკოლო საგნები დაჰყო ასე: ,,მჭირდება” _ ,,არ მჭირდება” და ამ ბოლო ,,ქვედანაყოფში” ის საგნები აღმოჩნდა, რომელიც ახლა საგამოცდოდ დასჭირდათ. მე დარწმუნებული ვარ, ყველა ის მოსწავლე, რომელიც სერიოზულად და პასუხისმგებლობით მოეკიდება საატესტატო გამოცდებისთვის მომზადებას, დაესწრება აბიტურებს და ფეხს აუწყობს პედაგოგს, აუცილებლად დაძლევს ამ გამოცდებს. მინდა ყველას წარმატებები ვუსურვო.
ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე მარიამ გირკელიძე ამბობს:
_ რვა გამოცდა უნდა ჩავაბაროთ, წარუმატებლობის შემთხვევაში, მოსწავლეს ეროვნულ გამოცდაზე გასვლის უფლება ეკარგება.
ნამდვილად არ მივიჩნევ, რომ ეს რეფორმა არასწორია, თუმცა მიმაჩნია, იგი უფრო დაბალ კლასებში უნდა გატარდეს, რათა მოსწავლეებმა წარმატებით შეძლონ მათი ჩაბარება _ მიუხედავად ამისა, მაინც ვთვლი, საატესტატო გამოცდები ძნელი არ იქნება და მათ ჩაბარებას შევძლებთ.
ანი იოსელიანი, მეორე საჯარო სკოლა, მეთორმეტე კლასი: _ როცა 8 გამოცდის შესახებ შევიტყვე, არ მეგონა თუ რეალური ფაქტის წინაშე ვიდექი. ვფიქრობ, რომ მე-12 კლასელებს არ მოგვიწევდა, ან სულაც მოიხსნებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, საატესტატო გამოცდები ისე დამკვიდრდება, როგორც მეთორმეტე სასწავლო წელი დამკვიდრდა. ჩემი აზრით, სკოლადამთავრებული ადამიანი ზოგად, ელემენტარულ საკითხებს უნდა ფლობდეს, იმდენი მაინც უნდა ისწავლოს, რომ უმარტივეს კითხვებს გასცეს პასუხი.
მართალია, უმჯობესი იქნებოდა, ეს ადრიდანვე გვცოდნოდა, მაგრამ, როგორც ამბობენ, ეს ტესტები ძალიან მარტივი იქნება და მათი ჩაბარება არავისთვის გახდება პრობლემა.
შოთა ჯაბუა, მეოთხე საჯარო სკოლა, მეთორმეტე კლასი: _ ეს გამოცდები ძალიან ცუდ დროს ტარდება, როდესაც მთლიანად მობილიზებული ვართ აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. ფინიშზე გასვლის დროს ფსიქოლოგიურად დაღლილი ვიქნებით. თან ამ ყველაფერს ემატება, რომ სხვადასხვა საგანი ტრიმესტრურად ისწავლებოდა, გვიწევს ნასწავლის განმეორება. მოკლედ, გადარბენაზე ვართ, აქეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები, იქეთ კიდევ რვა გამოცდა. იმედია, თავს გავართმევ.
გურიის ახალგაზრდულმა გაზეთმა რვა გამოცდის ჩატარების შესახებ დამსახურებული პედაგოგი ანა ბერძენიშვილი ჩაწერა: _ ჩემი მოსწავლეობის პერიოდში, კომუნისტების მდგომარეობა კი მოგეხსენებათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა ბევრი რამ იყო იქ ისეთი, რაც გონიერი მასწავლებლის ხელში სწორად წარმართავდა ბავშვის აზროვნებასა და გონებას. ყველა საგანში იყო გამოცდა ჩემი მოღვაწეობის პერიოდში, რა თქმა უნდა, არ იყო ასეთი გამოცდა, როგორიც ახლა არის, შემოხაზავ და მორჩა. მე ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ვიყავი. “ზეპირსიტყვიერება”, _ მოდით, ჩავუღრმავდეთ ამ სიტყვას, რას ნიშნავს. სიტყვის გარეშე ჩვენი საგანი არ არსებობს და ახლა კი სიტყვა ამოიღეს, მთავარია, შემოხაზონ და ტესტირებით შეამოწმონ ცოდნა. თუ ეს გამოცდები საღად წავა და ბავშვთა ცოდნა წარმოაჩენს, ეს არ იქნება ცუდი, ტესტირებით მე არ ვარ მომხრე, მაგრამ ამას ვინღა ამოიღებს, უკვე დამტკიცებულია, არც ის მიკვირს, რომ მეთორმეტეკლასელებმა პროტესტი გამოხატეს, მოშვებული არიან ისინი და არ არიან მიჩვეული მუხრუჭებს. მოეშვა სკოლა ძალიან, ბავშვები თვეობით არ მოდიოდნენ, ხშირად ჩამიტარებია ერთი, ორი, სამი და ოთხი ბავშვისთვის გაკვეთილი. კომუნისტების დროს, როდესაც ბავშვი სკოლას გააცდენდა, ორ დღეს დამრიგებელი, მშობლები და რწმუნებული კითხულობდნენ, რა იყო გაცდენის მიზეზი. რაზეც მეთორმეტეკლასელებმა პროტესტი გამოხატეს, ასეთმა ნაბიჯმა შეიძლება მოაფიხიზლოს პასუხისგებლობა ბავშვისა და მშობლისა.
ნანა გაგუა, ოზურგეთის #3 საჯარო სკოლის დირექტორი: _ ვფიქრობ, უნდა ჩატარდეს, რადგანაც უარის თქმა გამოცდებზე ან მისი გადადება მომავალი წლისთვის მოსწავლეებს გაუჩენს იმის განცდას, რომ გამოცდა არც მომავალში იქნება. ფაქტია, რომ მე-11 კლასი უკვე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლას, რაც მეტ-ნაკლებად უფრო პრობლემური იყო მოსწავლეებისთვის, გამომდინარე იქედან, რომ ეს საგნები არ ბარდებოდა ბევრგან.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ჩვე­ნი გა­ზე­თის მკითხ­ველ­მა იცის, რომ გა­მო­ცე­მა "21-ს ქვე­ვით" ახა­ლი პრო­ექ­ტის
“... ადამიანი ბრძენი უნდა იყოს, უნდა აიტანოს, უნდა ათრიოს, უნდა
ასუანის კაშხალი მდინარე ნილოსზე, ქალაქ ასუანთან მდებარეობს. ვიკიპედიას მასალების მიხედვით, ამ
როინ აბუსელიძე, თანამედროვე ქართველი პოეტი. დაიბადა 1988 წლის 25 ივლისს,
9 აგვისტოს, დაბა ურეკში, სასტუმრო "კოლხიდამ" ძალიან ლამაზ ღონისძიებას უმასპინძლა.
15 დღეზე მეტია, სურების საჯარო სკოლა კომპიუტერების გარეშეა დარჩენილი. ჰპ