მთავარი თემა

"2000 წელს ნამდვილად ვიმყოფებოდი გერმანიაში, სადაც ინციდენტი შემემთხვა გერმანიის პოლიციასთან"

  2013-12-24 13:21:23

საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე საზოგადოებას მიმართავს:

"ბოლო დროს ჩემს მიმართ გააქტიურებულმა ბინძურმა პოლიტიკურმა კამპანიამ პიკს მიაღწია. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ რეზონანსულ საქმეებზე გააქტიურებულმა გამოძიებამ, როგორც ჩანს ჩვენი ოპონენტები "გაანაწყენა" და ისინი შეუდგნენ ბინძური ხრიკებით უწყების და პირადად ჩემს კომპრომეტირებას. გულწრფელად გეტყვით, რომ პასუხის გაცემა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რადგან მათი მოტივი და ინტერესი უკვე ნათელია და ამის შესახებ ცნობილია საზოგადოებისთვისაც. მე თავს ვალდებულად ვთვლი, რომ აღნიშნულ საკითხზე განცხადება მხოლოდ იმიტომ გავაკეთო, რომ დავაკმაყოფილო საზოგადოების მაღალი ინტერესი, რომელიც შეცდომაში იქნა შეყვანილი.

2000 წელს ნადვილად ვიმყოფებოდი გერმანიაში, სადაც ინციდენტი შემემთხვა გერმანიის პოლიციასთან. სამართალდამცველს, რომელსაც მოგვიანებით დადგინდა რომ ინფორმაცია ჰქონდა სხვა პირის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, მოუვიდა შეცდომა, მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოხდა კონფლიქტი. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ ინციდენტის ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლომ დამიდგინა პოლიციელთან შელაპარაკების ბრალეულეობა.

მინდა განვაცხადო, რომ ამ ინციდენტს ჩემი ქვეყნიდან დეპორტი და სხვა იძულებითი ღონისძიებები არ მოჰყოლია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩემს უდანაშაულობას. ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მას შემდეგ საქმიანი და პირადი ვიზიტით არაერთხელ ვიმყოფებოდი გერმანიაში და ქვეყანაში შესვლისა და მისი დატოვების დროს არანაირი სახის პრობლემა არ შემქმნია.

ამასთან, მცირე განმარტება მინდა გავაკეთო ჩემს განათლებასთან დაკავშირებითაც, დავასრულო ერთხელ და სამუდამოდ ამაზე საუბარი და წამოგიდგინოთ დიპლომის ასლი. იხილეთ ბმული: http://pog.gov.ge/res/docs/Scan-page-001.pdf

ასევე მინდა ვთხოვო ჩემს თანამოქალაქეებს ნუ აჰყვებიან საქართველოს პროკურატურის ინსტიტუციის წინააღმდეგ წარმოებულ ბინძურ კამპანიას. მე თავი ვალდებულად ჩავთვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის ამეხსნა საქმის ვითარება და განმემარტა, თუ რა მოხდა გერმანიაში 2000 წელს. ეს განმარტება ეკუთვნის საზოგადოებას და არა იმ პირებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარი დანაშაულის დაფარვის მიზნით ცდილობენ ჩემი და მთავარი პროკურატურის დისკრედიაციას."

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის მიერ გასული წლის ბოლოს,
ციტრუსის თემასთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში სოფლის მეურნეობის მინისტრი
ამ გადაღებით, თქვენი აქ ჩამოსვლით რაიმე შეიცვლება? გზას გაგვიკეთებენ? რამე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მცხოვრები ორი ქალბატონის შესახებ, რომლებსაც შინიდან
  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ქართულმა