21-ს ქვევით

სკოლა 48 მოსწავლითა და 8 უდიპლომო მასწავლებელით

ნატო გოგელია   2010-11-25 19:11:07

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ზემოსურები ზღვის დონიდან 640 მეტრზე მდებარეობს. ამ სოფელს ბევრი სახელოვანი ქართველი აღუზრდია და თავისი სათქმელიც ბევრჯერ უთქვამს, თუმცა დღეს თითქმის ცარიელია.
ერთადერთი, რაც ზემოსურების ცენტრში მისულებს თვალში მოგხვდებათ სკოლის შენობაა, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარემონტდა. შენობის ფართობი 1265 კვ.მ-ია სკოლაში 48 მოსწავლე სწავლობს და 16 მასწავლებელი ასწავლის. არის კლასები, სადაც თითო მოსწავლეა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად კონტიგენტის სიმცირისა, ზემოსურების საჯარო სკოლის მოსწავლეებს აქვთ დაინტერესება იმისა, რომ იყვნენ წარმატებულები, მიიღონ მონაწილეობა კონკურსებში. თუმცა ამისთვის მათ რამდენიმე ხელისშემშლელი გარემოება აქვთ, მათ შორის კი პირველად არაპროფესიონალ პედაგოგებს ასახელებენ.
სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ პედაგოგებს ის ცოდნა არ აქვთ, რომელიც ბავშვის განათლებისთვის აუცილებელია. იმასაც ამბობენ, რომ მასწავლებელთა უმეტესობა საგნის სპეციალისტი არ გახლავთ და უფრო მეტიც, არიან პედაგოგები, რომლებსაც მხოლოდ საშუალო სკოლა აქვთ დამთავრებული. ამას სკოლის დირექტორი, გელა ეზიეშვილიც ადასტურებს:
_ მე თქვენთან ტყულს ვერ ვიტყვი, ან როგორ უნდა ვთქვა, როცა გადამოწმება და სიმართლის დადგენა შეგიძლიათ. რამდენიმე უდიპლომო პედაგოგი მყავს, თუმცა ისინი ტრენინგებზე გვყავდა გაშვებული, _ აღნიშნა ეზიეშვილმა.
_ ბატონო გელა, ტრენინგები პროფესიულ ცოდნას აღრმავებს, მაგრამ არ მცოდნეს ვერაფერს შესძენს...
_ ვიცი, მაგრამ...
_ მაგრამ რა?
_ ბევრი არ მყავს(?!) ასეთი.
_ რამდენი არაპროფესიონალი მასწავლებელი ასწავლის თქვენს სკოლაში?
_ ბევრი არა, 8 თუ 9.
_ 16-დან 8 თუ 9 არაპროფესიონალი გყავთ და მეუბნებით, რომ ბევრი არ არის?
_ რა ვქნა, სახლში ხომ არ გავუშვებთ. ზოგი წლებია აქ ასწავლის.
_ რომელ საგნებს ასწავლის არასპეციალისტები?
_ ზუსტად ვერ გეტყვით. აგრონომი ასწავლის ქიმიას და ფიზიკას. კიდევ არის რამდენიმე, მაგრამ არ მახოვს, _ დაგვიზუსტა ეზიეშვილმა, რომელსაც კაბინეტში სააკაშვილის საარჩევნო პლაკატები აქვს გაკრული.
ზემოსურების საჯარო სკოლის მოსწავლეების პრობლემა ამით არ ამოიწურება. სკოლაში 2 კომპიუტერია, თუმცა ინეტერენტი არ აქვთ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ სოფელში მდგარ ანძაზე 3D დამონტაჟებული არაა. სკოლის დირექტორს არ აქვს პასუხი, ვინ უნდა მოითხოვს მესამე თაობის დადგმა სოფელში და ვის ევალება სკოლის ინტერნეტით უზრუნველოფა. სამაგიეროდ, იქ ასულებს ამაყად გვიღებს კომპიუტერული ოთახის კარებს, სადაც ორი ბავშვი დაგვხდა, რომლებიც ბანქოს თამაშით იყვნენ დაკავებულები.
_ მასწავლებელი გასულია, მე ვუწევ ამათ მეთვალყურეობას, _ გვიხსნის სკოლის დირექტორი.
_ თქვენ როგორ მეთვალყურეობთ, როცა კაბინეტში დაგვხვდით?
_ ვუყურებ, პრობლემა არ არის (?!), _ აღნიშნავს ეზიეშვილი და ვერ გვპასუხობს კითხვაზე თუ რატომ არ ასწავლიან ბავშვებს კომპიუტერს, როცა სკოლას ამის შესაძლებლობა აქვს და როცა პედაგოგი ამაში ხელფასს იღებს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ეთერ წილოსანი პირად საუბარში გვიდასტურებს, რომ მაღალმთიან სოფლებში და მათ შორის ზემოსურებშიც, კადრების დეფიციატია, თუმცა კომენტარისთვის განათლების სამინისტროს პრესამსახურთან გვამისამართებს. ამ უკანასკნელთან დაკავშირება კი შეუძლებელი აღმოჩნდა. რამდენიმე მცდელობის მიუხედევად, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ჩვენს ზარს არ უპასუხეს.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


იზა ჟღენტი, ტარიელ გოგელია, ალექსანდრე ცომაია, ლევან საღინაძე, უჩა მჟავია,
ჩოხატაურის თეატრალური ისტორია 128 წელს ითვლის. ჩოხატაურში პირველი წარმოდგენა 1885
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი უშიკიშვილი მალე სოლო კონცერტებს
ტელევიზორს არც თუ ხშირად ვუყურებ, რადგან ამის მიზეზი ნამდვილად მაქვს.
შემოქმედებითი კავშირის "საქართველოს მუსიკალური საზოგადოების" აჭარის რესპუბლიკური გამგეობის ინიციატივით, ქალაქ