კულტურა

მაცოცხლებელი წყარო

ანი ჩხიკვაძე   2010-11-25 19:11:51

ფოტოზე, რომელიც ამ სტატიას თან ერთვის პოეზიის დედოფალი _ ანა კალანდაძე, პოეზიის მეფე _ მურმან ლებანიძე და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ლიანა თოდუაა დაფიქსირებული. სურათი სოფელ ხიდისთავში, ქალბატონი ანას იუბილეზეა გადაღებული.
გუშინ მურმან ლებანიძის დაბადების დღე იყო. თან ამ ფოტოს მოპოვებაც შევძელით და ამიტომ, ქალბატონ ლიანას გაეხსენებინა პოეზიისა და პროზის დიდოსტატები, რომლებიც გვასულდიდებდნენ და ერის მთლიანობისთვის გვრაზმავდნენ...
ლიანა თოდუა: _ ჩვენი თაობა ომით დასუსხული, მამის ალერსს მიკლებული, საკუთარ თავსა და სინდისს დაყრდნობილი, რწმენა დარბეული და ღვთის მაძიებელი, მაინც იმედით სავსე დააბიჯებდა თბილისის ქუჩებში, იმედით რადგან ჩვენთვის ტაძრის ფუნქცია უნივერსიტეტმა იტვირთა. ახლანდელი გადასახედიდან რაოდენ ბედნიერები ვყოფილვართ, რადგან:
_ ამ დროს რუსთაველზე ღმერთკაცივით ჩაივლიდა ბიბლიური გალაქტიონი!
|_ კოლხურ კოშკში გვეგულებოდა, სავრძელში მახვშივით დაბრძანებული, პროზის პოეტი _ დიდი კონსტანტინე!
_ ფოთლებსა და ყვავილებს ლურჯი ციდან თავზე გვაყრიდა 22 წლის ლექსის ჯადოქარი _ მშვენიერი ანა!
_ საქართველოს მთა-ბარში ბუხუნებდა პოეტი-აკადემიკოსი გოგლა ლეონიძე!
_ მწერალთა კავშირში ქართულ სულს ამთლიანებდა კალამშეუშრობელი ნოდარ დუმბაძე.
_ სადა სამუშაო ოთახში წიგნებს შორის იჯდა ქართული ენის პატრიარქი, თმადოვლილი საუკუნე _ აკაკი შანიძე!
_ ეროვნულ განძს ცერბერივით დასტრიალებდა საუკუნის კერპი და წმინდანი _ ექვთიმე თაყაიშვილი!
_ ქართველთა მეორედ მოქცევა და პატრიარქი ილია მეორე _ გვახსოვს ომი სისხლიან გზებზე ზურგჩანთააკიდებული, ნაიარევი, დაღლილი 19 წლისა ბიჭი _ მურმან ლებანიძე!
თითოეულს “ბეჭზე არწივი ეხატა” გულში _ საქართველო, სულში _ მგზნებარე ცეცხლი წინაპართაგან გადმონათებული, ეს იყო ერთიანი ლამპარი, სულს რომ გვითბობდა, დამზრალს _ აცოცხლებდა, ამიტომ მიყვარს მე-20 საუკუნე, ვინძლო, 21-ე იყო მისი ბადალი!
თითოეულმა თავისი სათქმელი თქვა, ქართულ ენას ღირსება შეჰმატა, მადლად აქცია, შთამომავლობას სავალი გაუნათა. მურმან ლებანიძეს, მქონდა ბედნიერება, შევხვედროდი მშვენიერი ანას იუბილეზე. ფოტოც იქაა გადაღებული.
გამორჩეული მურმან ლებანიძე _ ვაჟკაცური, საოცარი პოეზიით, საქართველოს სიყვარულით გაუმაძღარი და აუვსებელი. სიმღერად ქცეული მისი პოეზია ათეული წელია დგას მამულის, ენის, ზნეობის, ქართველი კაცის ღირსების სადარაჯოზე, თავისი ნატიფი შედევრებით გვასწავლის საკუთარი ჯიშისა და ჯილაგის სიყვარულს, ზნეკეთილობას, სიყვარულის აუცილებლობას. და ჰქუხდა ზეცით მისი ზარები, მისი ლექსები _ სულის აფრები, სულიერი ორიენტირი ერის სავალზე ამოტვიფრული, მადლობა უფალს, მათი ჰაერით რომ ვისუნთქე, მათთან შეხვედრის წამიერი ბედნიერება რომ მარგუნა ღმერთმა. მონუსხულივით ვიდექი ქალბატონი ანას, ბატონი მურმანის წინაშე, ვუსმენდი მათ კამათს, საუბარს, ვხედავდი პოეტის წინაშე მის ვაჟკაცურ მოკრძალებას, ვიხიბლებოდი უჩვეულო სამყაროთი, სულისშემძვრელი სიწმინდე და ღვთაებრივი სიყვარული იყო _ ქართული მიწისადმი, ქართველ კაცისადმი, ახლა კი ჩემი ბავშვები იმეორებენ ლოცვასავით “უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი, არა დაღვრილის, დასაღვრელის ალბათ მაცნეა.”
მართლაც, რომელი ერთი ვთქვათ _ სულის სალხენი და რწმენის გამრთელებელი, ქართული მიწის, ენის, კაცის მომფერებელი. მურმანის წიგნები მართლაც “სასთუმლად” უნდა გვედოს, რათა მარადიულად ვეწაფებოდეთ მამულის სიყვარულის მაცოცხლებელ წყაროს.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ქართული თეატრის დღე, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, როგორც ყოველთვის, სიყვარულითა
"კაცი, რომელიც დააკლდა სოფელს _ ღონისძიება, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის
ცნობილი ირანელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი აბას კიაროსტამი 76 წლის
დღეს, ქალაქ ოზურგეთში შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა.
ცოტა ხნის წინ ამერიკულმა გამოცემამ "USA Today" ჩაატარა გამოკითხვა, რომელმაც
THE TELEGRAPH-ის ინფორმაციით, კომპოზიტორმა დევიდ თეიმ სპეციალურად კატებისთვის მუსიკალური ალბომი