ჟურნალისტური გამოძიება

რატომ გახდა საჭირო ჟურნალისტური გამოძიების დასრულებამდე დოკუმენტების გამოქვეყნება

ნატო გოგელია  2013-12-27 10:59:20

წარმოდგენილი დოკუმენტები (ხარჯთაღრიცხვები), ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ანტონ ხუნდაძეს აქვს დამტკიცებული და შესაბამისად მის მიერაა ხელმოწერილი. ხარჯთაღრიცხვები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ხიდისთავის თემში, სოფელ ახალშენში მდინარე გუბაზეულის კალაპოტის ფორმირებისთვის არის შედგენილი.

ჩვენ მიერ მოპოვებული ორი ხარჯთაღრიცხვა ერთი და იმავე დღეს არის დამტკიცებული და ხელმოწერილი. ერთის თანახმად, კალაპოტის ფორმირებისთვის (250x25x1.5) 14735 ლარია საჭირო. მეორე ხარჯთაღრიცხვის თანახმად კი, იგივე თანხა, იგივე სამუშაოსთვის, ოღონდ 250მ-ს ნაცვლად, 180 მეტრისთვის არის საჭირო.

ამას მესამე ხარჯთაღრიცხვა მოჰყვება, რომლის თანახმადაც, ახალშენში მდინარე გუბაზეულის კალაპოტის ფორმირებისთვის მეორე ეტაპის სამუშაოები უნდა ჩატარდეს. უფრო კონკრეტულად კი სამუშაოები 100 მეტრზე უნდა გაგრძელდეს და ამისთვის 10597.9 ლარია საჭირო.

როგორც გავარკვიეთ კომისიას, რომელიც ობიექტებს იბარებს უკვე გაფორმებული აქვს მიღება-ჩაბარების აქტი.

"გურია ნიუსი" ამ თემაზე ჟურნალისტურ გამოძიებას რამდენიმე დღეა აწარმოებს. ცოტა ხნის წინ, სანდო წყარომ გვაცნობა,  რომ დოკუმენტების შეცვლა იგეგმება. ამიტომაც, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე ყოველგვარი კომენტარის გარეშე სამივე დოკუმენტი გავასაჯაროოთ.

ჩვენ თემაზე მუშაობს ვაგრძელებთ და ვცდილობთ გავარკვიოთ როგორ მოხდა, რომ ერთ დღეში საკრებულოს თავმჯდომარემ ერთი და იგივე ობიექტის ხარჯთაღრიცვის დოკუმენტს მოაწერა ხელი, რომელშიც განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ სამუშაოს შესრულების სიგრძეა სხვადასხვა _ ფასი კი ერთნაირია; რეალურად რა სამუშაოები ჩატარდა სოფელ ახალშენში და რაზე აქვს ხელი მოწერილი მიღება-ჩაბარების კომისიას.




რელიგიურ ორგანიზაციად ითვლება ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია რელიგიური საქმიანობის გასახორციელებლად და
ომის ვეტერანი,  60 წლის მურთაზ აბაშიძე მშობლიური ქვეყნის დატოვებას გეგმავს.
2005 წლის ნოემბერში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის გამგებელი, ემზარ თუთისანი
2011 წელს, ჩოხატაურში მომხდარი ყაჩაღობებიდან სამი, დღემდე გაუხსნელია, მიუხედავად იმისა,
რელიგიურ ორგანიზაციად ითვლება ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია რელიგიური საქმიანობის გასახორციელებლად და
"ვარდების რევოლუციის" მთავარ მიღწევად პოლიციაში გატარებულ რეფორმას მიიჩნევდნენ. "ნაციონალური მოძრაობა" ახლაც