სამართალი

"პროკურატურის ხელმძღვანელი თანამდებობების სისტემა ადეიშვილის კადრებით შეივსო"

ქეთი მიქაძე  2014-01-10 07:37:45

საქართველოს მთავარი პროკურატურიდან თანამშრომელთა გათავისუფლება საზოგადოების საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს, სწორედ ამიტომ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ თანამშრომელთა გათავისუფლების მიზეზები მალე გასაჯაროვდება და საზოგადოება ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს. პროკურატურის მიერ გათავისუფლების მიზეზების გასაჯაროვებამდე საზოგადოების წინაშე განცხადებები გააკეთეს პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა.

მთავარი პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ყოფილი უფროსი გამომძიებლის, გიორგი ნოზაძის თქმით, გათავისუფლებული თანამშრომლების უმეტესობამ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება ზეწოლისა და მუქარის შემდეგ დაწერა.

"მთავარ პროკურატურაში ვმუშაობდი 2012 წლის 12 ნოემბრიდან არჩილ კბილაშვილის ხელმძღვანელობით. მისი წასვლის შემდეგ მთავარ პროკურორად დაინიშნა ავადსახსენებელი და ნასამართლევი ფარცხალაძე და მოვიდა მისი გუნდი. როცა სამართლიანობის აღდგენაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დავივიწყოთ, რომ პირველ რიგში სამართლიანობა თვით პროკურატურაში უნდა იყოს. პროკურატურაში ფარცხალაძის ახალი გუნდის მოსვლის შემდეგ დაიწყო განსაკუთრებული უსამართლობა. აიძულებენ თანამშრომლებს პირადი განცხადების საფუძველზე დატოვონ სამსახური, უარის თქმის შემთხვევაში აშინებენ გენერალური ინსპექციით, რომელიც ქმნის რაღაც დოკუმენტს, რომ გამართლდნენ ისინი და თავი დააღწიონ 169-ე მუხლს. ეს არის შრომის კანონმდებლობის დარღვევა, რომელიც ითვალისწინებს 2 წლამდე პასუხისმგებლობას".

ნოზაძე აცხადებს, რომ ის ძველი თანამშრომლების გათავისუფლებაში ხედავს საბოტაჟს, რათა არ მოხდეს იმ საქმეების გამოძიება, რომელშიც იმხილებიან წინა ხელისუფლების თანამდებობის პირები. მისი თქმით, სწორედ ის იძიებდა ციხის ბუნტის საქმეს, საიდანაც გამოიყო ახალაიას, ჭაკუას, ქარდავას, ჭარბაძის საქმეები და გადაეცა სასამართლოს, სადაც დადგა გამამტყუნებელი განაჩენი ნოზაძის მიერ წარმოებულ საქმეზე.

გიორგი ნოზაძე შეეხო მთავარი პროკურორის თემასაც და განაცხადა, რომ თუ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის შესაძლო დანიშვნაზე გამართლდება, მაშინ არანაირი სამართალი არ მიიღწევა, რადგან, როგორც გათავისუფლებული თანამშრომელი აცხადებს, ის არის ფარცხალაძის გუნდის წევრი, სწორედ იმ კადრებიდან, რომლებიც ადეიშვილის სახელს უკავშირდებიან.

"როგორც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თურმე მთავარ პროკურორად მოიაზრება ფარცხალაძის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე, თუ ეს მართალია, სირცხვილი იმ ხელისუფლებას, რომელიც კრიმინალის გუნდის წევრს, რომელსაც არ გამოვრიცხავ, რომ იგივე მენტალიტეტით იქნება, დანიშნავს მთავარ პროკურორად. რომელი სამართლიანობის აღდგენაზე იქნება საუბარი იმ გუნდის წევრების მიერ, რომელიც მოყვანილია ფარცხალაძის მიერ?!.მისი გუნდის თითოეული წევრი ვერ იქნება ობიექტური ვერანაირი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რამეთუ ისინი წარმოადგენენ მის სამეგობროს და საახლობლოს. ფარცხალაძის და მისი გუნდის მიდგომა არის ნაციონალურ-ადეიშვილისეული. პროკურატურის ხელმძღვანელი თანამდებობების სისტემა შეივსო ადეიშვილის კადრებით. მათ არ უნდათ ჩვენ დავრჩეთ სამსახურში მხოლოდ იმის გამო, რომ არ ვიქნებით შემსრულებლები იმ დავალებებისა, რასაც ისინი მიჩვეულები იყვნენ ადეიშვილის დროს".

ნოზაძე აცხადებს, რომ ის ერთ-ერთია იმ თანამშრომლებიდან ვინც უარი თქვა საკუთარი განცხადების საფუძველზე დაეტოვებინა თანამდებობა, რის გამოც ავადმყოფობის შედგეგ სამსახურში 3 იანვარს დაბრუნებული დაბარებული იქნა გენერალურ ინსპექციაში. მისი თქმით დეპარტამენტის უფროსმა 4 დეკემბერს გააკეთა მოხსენებითი ბარათი, რომელზეც გენერალურ ინსპექციაში ნოზაძემ გააკეთა განმარტებები, რის შემდეგაც 6 იანვარს დაიწერა მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება. ნოზაძე აცხადებს, რომ აუცილებლად მიმართავს სასამართლოს და სამართლიანობის აღდგენას კანონის ჩარჩოებში შეეცდება.

"8 იანვარს ჩამბარდა ბრძანება გათავისუფლების შესახებ. აბსურდია ეს გათავისუფლების ბრძანებაც და დასკვნებიც, აუცილებლად გავასაჩივრებთ სასამართლოში. აქ ერთი და ორი კაცის პრობლემა არ არის. ასე დაიწყეს სააკაშვილმა, ადეიშვილმა, მერაბიშვილმა და ასე იწყებენ ესენიც, თან სწორედ კრიმინალი ფარცხალაძის გუნდი აგრძელებს ამ თემას".

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თანამშრომლების დათხოვნა მოხდა კანონის ყველა პროცედურის დაცვით და ნებისმიერ გათავისუფლებულ თანამშრომელს, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი უფლებები დაირღვა, შეუძლია მიმართოს საქალაქო სასამართლოს.



ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
"მოწმეთა დაკითხვის ახალი წესების" ამოქმედებას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა
ამ წუთებში "ქორთიარდ მერიოტში" საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოსამართლეთა
2015 წლის 20 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საკუთრების უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე და ბიზნესმენი თამაზ ღუღუნიშვილი ეკონომიკის სამინისტროს,