21-ს ქვევით

ოროსნების რევოლუცია

ლუკა დოლიძე   2010-11-25 19:15:52

მიხვდით ალბათ, მკითხველო, რაზე ვაპირებ თქვენთან საუბარს _ თბილისის რამდენიმე სკოლის მეთორმეტე კლასელებმა დიდი ამბავი ატეხეს _ რას ჰქვია ქიმიაში, ბიოლიოგიასა და ფიზიკაში გამოსაშვები გამოცდები დაგვინიშნეს, რაც არ უსწავლებიათ, რას გვთხოვენო?!
ჰოდა, ადგნენ და ჯერ პარლამენტთან, მერე განათლების სამინისტროსთან, მერე ისევ პარლამენტთან, მერე სკოლებთან... მოკლედ, მიტინგს მიტინგზე მართავდნენ, ჩვენმა კოლეგა ჟურნალისტებმაც არ დაამადლეს საეთერო დრო და ადგილი ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე...
რაც შეეხება "ოროსნების რევოლუციას", ეს ტერმინი თვით პრეზენტმა სააკაშვილმა იხმარა კახა ბენდუქიძის კუთვნილი უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას _ იქ მხოლოდ "ხუთოსნები" (ახლა რომ "ათოსნები" ჰქვიათ) სწავლობენ...
კი გითხარით, მიხვდებოდით, რაზე უნდა ვისაუბროთ-მეთქი და ამ მეტორმეტე კლასელების პროტესტების გამო, ალბათ, მართლაც ჩვენი მიშა უფროსის მიერ "ოროსნების რევოლუციად" მონათლული ამბების მიმოხილვას ელოდებით, მაგრამ... თქვენ ჯვარი გწერიათ და პრეზიდენტი და მისი ამ ხუმრობით აღფრთოვანებული ზოგიერთი ტვინგაყინული კი უნდა გავაწბილო: ჩემთვის, "ოროსნების რევოლუცია" უკვე დიდი ხანია მოხდა, კერძოდ, 2003 წლის 23 ნოემბერს! ოღონდ თვით იმ რევოლუციის მომწყობმა ოროსნებმა (ოროსნები _ საგანგებოდ არ დავწერე ბრჭყალებში) მას "ვარდების რევოლუცია" უწოდეს...
არ დამიწყოს ახლა ვინმემ, როგორ გეკადრებაო, არ გცხვენიაო, შენ მეისპეო, მაგენი "ყველე კაი-კაი ქვეყნებში არიენ ნასტავლიო", აბა, შევარდნაძე გერჩივნა, ქუთაისის საფერშლო რომ იმყოფინაო... რაც გინდათ თქვით, მე ჩემს აზრზე ვარ და როგორც "დათა თუთაშხიას" ერთი პერსონაჟი ამბობს: "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს!"
ისე, საინტერესოა, იმ "ვარდ-ყვავილა მინისტრებიდან" რამდენს ექნება წაკითხული "დათა თუთაშხია"? მე გეტყვით: _ არც ერთს!
სხვათა შორის, ბატონი ჭაბუა ამირეჯიბი ღმერთმა დიდ ხანს აცოცხლოს და, მთაწმინდის პანთეონში ადგილი აღარ არის და აწი იქ აღარავინ დაიმარხებაო _ ეს სწორედ მაშინ გამოაცხადა საქართველოს მთავრობამ, როდესაც გააცნობიერა, რომ ერთადერთი, მართლაც "სამთაწმინდე" კაცი (ცოცხლებს ვგულისხმობ) მათი მეხოტბე არ ყოფილა!
ამაზე მეტი "ოროსნობა" და სირცხვილი რაღა გიდათ, მაგრამ ვინც ვერ გაიგებს, მისთვის უფრო კონკრეტული მაგალითები მაქვს მომზადებული.
ქართული ფილმი ხომ გახსოვთ, "ღიმილის ბიჭები"? პატარა გოგონა თავისი ძმის ატესტატს რომ უკითხავს ბაბუას? "ფიზიკა _ სამი, ქიმია _ სამი, ფიზკულტურა _ ხუუუთი, სიმღერა _ ხუუუთი..." და ა.შ. სწორედ, ასე შემიძლია ჩამოვთვალო, ოღონდ "სამის" მაგივრად "ორი" უნდა ვთქვა. აპროტესტებთ ჩემს დაწერილ ნიშნებს? კი ბატონო, ერთად გამოვკითხოთ:
_ აბა, შაშკინ, რას იტყვით ქიმიაზე?
_ მე რომ ქიმია კარგად მესწავლა, ეს ამბავი არ გადამხდებოდა: 90-იან წლებში, უშუქობის დროს, სანთელი დამრჩა თეფშზე და ბოლომდე რომ ჩაიწვა, თეფში გაცხელდა, ვიფიქრე, გავაგრილებ-მეთქი და ცივი წყალი რომ დავასხი, გატყდა. ქიმია რომ მცოდნოდა, ხომ არ დამემართებოდა ასეთი რამ? (უნდა გითხრათ, რომ არაფერს ვიგონებ და მხოლოდ მთავრობის წევრების მიერ რეალურად ნათქვამი "მარგალიტები" მომყავს მაგალითებად).
_ ეგ ქიმია კი არა, ფიზიკაა. დაჯექი შაშკინ, ორიანი! აბა, ქობალია, შენ გეუბნები, ვერონიკა, ქართული იმეცადინე? მითხარი რა ჰქვია შენს სამინისტროს?
_ მგრადული ეკო... მდგერული... მდ... მგ...
_ დაჯექი, დაჯექი, ვერ იტყვი შენ ჯერ "მგრადი განვითარების სამინისტრო", იმეცადინე და მერე მოდი. ამჯერად კი _ შენც ორიანი! წადი, შაშკინთან დაჯექი! აბა, კვეზერელი, სოფლის მეურნეობის მინისტრი რომ გქვია, თუ იცი, რა ეწოდება მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ოღონდ მამრობითი სქესისას?
_ მამალი ძროხა!
_ გადი გარეთ და სანამ მშობელს არ მოიყვან, შენი ფეხი არ ვნახო მთავრობაში! ხაჩიძე, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ხარ შენ, ხომ? მითხარი, რამდენ ხანს გრძელდება საბანაო სეზონი ჩვენს ზღვისპირეთში?
_ ეგ ვიცი, მასწავლებელო, სააკაშვილმა მამეცადინა: საქართველოში, კონკრეტულად ბათუმში, საბანაო სეზონი 11 ნოემბრამდე გრძელდება!
_ დაჯექი, დაჯექი, შეგაგდოს უნდა კაცმა ზღვაში 11 ნოემბერს და გიყუროს, პინგვინს რომ დაემსგავსები. აბა, სააკაშვილი, ხომ ხედავ, შენ გაბრალებს, ეს სისულელე მასწავლაო. იქნებ შენ მაინც მოწმინდო მთელ კლასს სირცხვილი და "არ მევიჯაყოთ დუნიაზე", რა გვქონდა ისტორიაში?
_ ყველაფერი ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს, რა გვქონდა...
_ მიდი, დაცხე მაშინ, ყველაფერი თქვი, რაც იცი!
_ კი ბატონო, საქართველოს ისტორია იწყება 2003 წლიდან... თამარ მეფის დედა ოსი იყო... თემურლენგს მოტეხილი ფეხი რომ ვერ მოურჩინა წყალტუბოს აბაზანებმა, გაბრაზდა და თბილისი გადაწვა... ახალქალაქი ურარტუს სამეფოს ტერიტორიაში შედიოდა... სომხები 1918 წელს ქართველებთან ერთად იბრძოდნენ შემოსეული მტრის წინააღმდეგ... 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველომ გაიმარჯვა... ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება საამურია...
_ კაი, კაი, გაჩუმდი!!! ვინ იყო დაწყებით კლასებში თქვენი მასწავლებელი?
_ შევარდნაძე...
_ მერე, რომ დამჯდარა კრწანისის რეზიდენციაში და ნაბავს თვალებს, აკაკი წერეთლის "გამზრდელი" არ წაუკითხავს?..
_ სამაგიეროდ, ჩვენ "ვარდების რევოლუცია" მოვაწყვეთ...
_ "მალადეც" თქვენ! ჰოდა, ქე ხართ ვარდებივით... მარა ის ვარდები ჩამოჭკნა უკვე და ოროსნები ოროსნებადვე დარჩით _ ამიტომ დღეიდან თქვენს ნამოქმედარს "ოროსნების რევოლუციას" ვუწოდებთ...
P.შ. ახლა, ვითომ ვიხუმრეთ და ვიშაყირეთ, მაგრამ მინისტრებისა და პრეზიდენტის მიერ დაფრქვეული ეს "სიბრძნე" რეალური ამბებია და სულაც არ მეცინება ამის გახსენებაზე.
მე-12 კლასელების გამოსაშვებ გამოცდებს რაც შეეხება, ეს პრობლემა უკვე გვარდება: პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გოკა გაბაშვილმა (სხვათა შორის, მამამისი განათლების მინისტრი იყო) განაცხადა: ტყუილად ნერვიულობენ, გამოცდაზე, თუკი არაფერი ეცოდინებათ, ბოლო კითხვა ასეთი იქნება: იცით თუ არა, რომ არსებობს ასეთი საგნები _ ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია? ვისაც გაგონილი ექნება, ატესტატს მიიღებსო!!! (არც ამას ვხუმრობ, მართლა თქვა!!!) ხო, მართლა, როგორც "ღიმილის ბიჭებშია", სიმღერასა და ფიზკულტურაში, ანუ ტლინკაობასა და კონცერტობაში, მართლა "ათიანები" ჰყავთ! ემღერებათ და რა გინდა...ვაი, ჩვენს პატრონს...
_ კი ბატონო, საქართველოს ისტორია იწყება 2003 წლიდან... თამარ მეფის დედა ოსი იყო... თემურლენგს მოტეხილი ფეხი რომ ვერ მოურჩინა წყალტუბოს აბაზანებმა, გაბრაზდა და თბილისი გადაწვა... ახალქალაქი ურარტუს სამეფოს ტერიტორიაში შედი-ოდა... სომხები 1918 წელს ქართველებთან ერთად იბრძოდნენ შემოსეული მტრის წინააღმდეგ... 2008 წლის აგვისტოს ომში საქარ-თველომ გაიმარჯვა... ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება საამურია...
_ კაი, კაი, გაჩუმდი!!! ვინ იყო დაწყებით კლასებში თქვენი მასწავლებელი?
_ შევარდნაძე...
_ მერე, რომ დამჯდარა კრწანისის რეზიდენციაში და ნაბავს თვალებს, აკაკი წერეთლის "გამზრდელი" არ წაუკითხავს?..
_ სამაგიეროდ, ჩვენ "ვარდების რევოლუცია" მოვაწყვეთ...
_ "მალადეც" თქვენ! ჰოდა, ქე ხართ ვარდებივით... მარა ის ვარდები ჩამოჭკნა უკვე და ოროსნები ოროსნებადვე დარჩით _ ამი-ტომ დღეიდან თქვენს ნამოქმედარს "ოროსნების რევოლუციას" ვუწოდებთ...
P.შ. ახლა, ვითომ ვიხუმრეთ და ვიშაყირეთ, მაგრამ მინისტრებისა და პრეზიდენტის მიერ დაფრქვეული ეს "სიბრძნე" რეალური ამბებია და სულაც არ მეცინება ამის გახსენებაზე.
მე-12 კლასელების გამოსაშვებ გამოცდებს რაც შეეხება, ეს პრობლემა უკვე გვარდება: პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გოკა გაბაშვილმა (სხვათა შორის, მამამისი განათლების მინისტრი იყო) განაცხადა: ტყუილად ნერვიულობენ, გა-მოცდაზე, თუკი არაფერი ეცოდინებათ, ბოლო კითხვა ასეთი იქნება: იცით თუ არა, რომ არსებობს ასეთი საგნები _ ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია? ვისაც გაგონილი ექნება, ატესტატს მიიღებსო!!! (არც ამას ვხუმრობ, მართლა თქვა!!!) ხო, მართლა, როგორც "ღი-მილის ბიჭებშია", სიმღერასა და ფიზკულტურაში, ანუ ტლინკაობასა და კონცერტობაში, მართლა "ათიანები" ჰყავთ! ემღერებათ და რა გინდა...ვაი, ჩვენს პატრონს...

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, რუსუდან
ის ჩვეულებრივი,  რომანტიკული გოგონა იყო და ახლაც თავი ბავშვობაში ეგულება. _
ქართულ ტელესერიალში "გოგონა გარეუბნიდან" საახალწლოდ ოზურგეთელი მსახიობები ბელა კიკვაძე და
ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ და­იწყ­ო, რო­დე­საც ჩო­ხა­ტა­უ­რის სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ვი­ყა­ვი მა­სა­ლის­თვის და
ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლა 5 წლის გახდა. ამ დღესთან
ბოლო პერიოდში ოზურგეთში ინტელექტუალური თამაში "გონიერი" მეტად პოპულარული გახდა. პირველობისთვის