მთავარი თემა

ხანძარი ჩოხატაურში

ნატო გოგელია   2010-11-25 19:04:11

საქართველოს დანარჩენი ტყეების მსგავსად ხანძარი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტყეებშიც გაჩნდა.10 დღის წინ მცირე კერები გორთაფონსა და შუაგანახლებაში იყო, გასულ კვირას _ ჩაისუბანში, გაცილებით დიდი მასშტაბით კი ბუკისციხეში.

ბუკისციხეში ცეცხლის კერა პირველად 16 ნოემბერს შენიშნეს და ადგილობრივი ძალებით ჩააქრეს კიდეც, თუმცა 19 ნოემბერს ბუკისციხის ტყეს ცეცხლი ისევ გაუჩნდა.

იქ ასულებს სავალალო სურათი დაგვხვდა _ რამდენიმე ჰექტარი ტყე ხანძარს სრულიად გაუნადგურებია. ადგილზე იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლება, სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლები, საფეხბურთო კლუბ Мბახმაროს" ფეხბურთელები, სამაშველო და სახანძრო სამსახურები, თუმცა, ცეცხლთან თავგანწირულად მაინც ადგილობრივი მოსახლეობა იბრძოდა და მათი მობილიზება სოფლის გამგებელმა დავით სიხარულიძემ ითავა.

მიუხედავად დიდი მცდელობისა, ცეცხლის ჩაქრობა ვერ მოხერხდა და ხანძარი ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, უფრო დაზუსტებით კი ძველ ჩაის პლანტაციებზე გადავიდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ადგილი მიუვალია და იქ სამანქანო გზა არ არის, ამიტომ სახანძრო რაზმი რამდენიმე დღის განმავლობაში ტყესთან მცხოვრებ მოსახლეობას დარაჯობდა, რადგან არსებობდა საშიშროება, რომ ცეცხლი დასახლებულ პუნქტამდე მოაღწევდა. ამავდროულად, დამწვარი ხეები ციცაბო ფერდობებიდან მოსახლეობის ეზოებში ცვიოდა, რაც ცეცხლის სახლებზე გადასვლის საშიშროებას ამძაფრებდა.
მხარის გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი 19 ნოემბერს ჩვენთან საუბრისას ამბობდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ვერტმფრენებს გამოიძახებდნენ.
ჩოხატაურის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, გია გიორგაძის თქმით კი, რომელიც უშუალოდ იღებდა ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობას, ხელისუფლება შესაძლებლობის ფარგლებში ხანძრის ჩასაქრობად ძალებს არ დაიშურებდა.
ამ ეტაპზე არავის აქვს ოფიციალური პასუხი, რა იწვევს ტყეებში ცეცხლის გაჩენას. წელიწადის ამ დროს ტყეში ხანძრის თვითნებური გაჩენა ყველა ლოგიკით გამორიცხულია, აქედან გამომდინარე ჩნდება ეჭვი, რომ ტყეებში ხანძრებს სპეციალურად აჩაღებენ. მოსახლეობა ეჭვობს, რომ ტყეებში ხანძარს მიზანმიმართულად აჩენენ, რათა შემდგომ ეს ტყეები (დამწვარიც და გადარჩენილიც) გაჩეხონ. ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ ხანძრებს მოსახლეობა აჩენს, რადგან მთავრობამ მათ საშეშე  ტერიტორია არ გამოუყო, თან უკანონოდ მოჭრილ ერთ ძირ ხეზე ჯარიმა 2000 ლარამდე გაზარდა.
აქვე მაგალითისთვის გეტყვით, რომ ზემოსურებლებს შეშისთვის ონჭიქეთში მოუხდებათ წასვლა, ფარცხმელებს _ გორთაფონში და ა.შ. ერთი სიტყვით, ხელისუფლებამ მოსახლეობას ყველანაირი ბარიერი შეუქმნა, რომ აღარაფერი ვთქვათ ე.წ. პრეზიდენტის საჩუქარზე _ 5 კუბურ მეტრ მორზე (როგორც საშეშე, ასევე სამასალე), რომელიც უკვე მეორე წელია, პროკურატურის მიერ დალუქული სახერხებზე ყრია და მისი ბედი გაურკვეველია.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


2007 წელს, წინასაარჩევნოდ, "მოსახლეობის სათბობი შეშით მომარაგებისა და მათი სოციალური
ცნობილი ისტორიკოსის შვილიშვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს
დავით კეზერაშვილს, საქართველოს პროკურატურა, ჯერჯერობით, მისთვის (კეზერაშვილისთვის) "შეუფერებლად მცირე" თანხას,
გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კობა თოდუა სამეგრელოში
28 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის სარჩელზე
"ვხედავ "ქართული ოცნების" პარტიის შიდა სტრუქტურის პრობლემას,   არც არსებობს სრულყოფილი სტრუქტურა. არც სახელმწიფო არსებობს სრულყოფილი. ნებისმიერ სტრუქტურას განვითარება სჭირდება, კვირიკაშვილი აცნობიერებს ამას... თუ ისინი მაქსიმალურ ორგანიზებულობას შეძლებენ, "ნაციონალებს" ძალიან გაუჭირდებათ ბარიერის გადალახვა", _