პოლიტიკა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მერებისა და გამგებლების არჩევისთვის 50 %-იანი ბარიერის დაწესების მომხრეა

სალომე სიგუა  2014-01-20 10:12:17

როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა, დემოკრატიის უფრო მაღალი სტანდარტის გამოვლინება იქნება ის, რომ აღნიშნული თანამდებობის პირები მოსახლეობის უმრავლესობის მიერ იქნენ არჩეულნი.

 

 

"ის ინიციატივა, რომელიც გაჟღერდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ და რომელზეც საუბრობს უმრავლესობა, ვფიქრობთ, გაუმჯობესებული ვარიანტია და მნიშვნელოვანია, რომ ბარიერი გაზრდილი იქნას, თუმცა ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არის საუბარი 40 %-ზე. სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში აღნიშნულ ცვლილებებში საუბარია 50 %-იან ზღვარზე - ეს არის ის, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მოხდა მმართველი კოალიციის პოზიციის შეცვლა ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. 
ჩვენი ორგანიზაციის პოზიციაა, რომ მერებისა და გამგებლისთვის ზღვარი აიწიოს 50 %-მდე. ვფიქრობ, ეს იქნება უფრო სწორი და ამ შემთხვევაში ვისაუბრებთ დემოკრატიის უფრო მაღალ სტანდარტზე. 50 %-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, არჩეული პირის ლეგიტიმაცია იქნება უფრო მაღალი, იქედან გამომდინარე, რომ მას მოსახლეობის უმეტესობამ დაუჭირა მხარი. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მეორე ტურის ალბათობა არსებობს და როგორც ამბობენ, საქართველოსნაირ ქვეყანაში ეს არ არის მიზანშეწონილი, რადგან კონკრეტულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა, მეორე მხრივ, თუკი დემოკრატიის უფრო მაღალ ხარისხზე ვსაუბრობთ, მოსახლოების უმეტესობის პოზიცია და დამოკიდებულება უნდა იქნას გათვალისწინებული, როცა საქმე შეეხება გამგებელს და პირდაპირ არჩეულ მერსს", _ აღნიშნა გიგაურმა.

 

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


2016 წლის 8-9 ივლისს პოლონეთის რესპუბლიკაში, ქ. ვარშავაში, ნატოს სამიტი
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, აჭარაში ამომრჩეველთა 23% უკვე გამოცხადდა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და
THE WASHONGTON POST საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობების შესახებ თინათინ ხიდაშელის
"სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის" დირექტორის  ვლადიმერ ბოჟაძის თქმით,
ინტერფრაქციული ჯგუფი პარლამენტში "საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს" განიხილავს. ძირითად საკითხს, ამომრჩეველთა