მთავარი თემა

"კადრში ომია"

  2010-11-26 05:33:14

22 ნოემბერს, გაზეთ "გურია ნიუსის", ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს ორგანიზებით, მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ფოთელი ჟურნალისტის ლაშა ზარგინავას ფოტო გამოფენა გაიხსნა.

ფოტოები, რომელთა დიდი ნაწილი ჩვენს გაზეთში გამოქვეყნდა, რუსული ოკუპაციის დღეებს ასახავს და მასში მოთხრობილია აგვისტოს ცხელი დღეების დეტალები.

 

გამოფენის გახსნას მხარის პირველი პირი, ვალერი ჩიტაიშვილი, მისი მოადგილე ლელა თავართქილაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
წარმოდგენილმა პროექტმა მოწონება დაიმსახურა. გადაწყდა რომ ეს ნამუშევრები ოზურგეთისა და ლანჩხუთის მოსახლეობისთვისაც გამოიფინება. გარდა ამისა, გუბერნატორმა მზაობა გამოთქვა, რომ იმ ფოტოების დაბეჭდვის ხარჯებიც გაიღოს, რომელიც ავტორს უფინანსობის გამო ჯერ არ გამოუქვეყნებია. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ანტონ ხუნდაძის ინიციატივით კი შესაძლოა, ფოტოები ტექსტებთან ერთად გამოიცეს.
_ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თქვენს გაზეთს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას და საკრებულოს, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ გამოფენის მოწყობაში წვლილი შეიტანა. ეს ჩემთვის დიდი სტიმულია. გამოფენა ფოთის ოკუპაციის 13-დღიან პერიოდს ასახავს. ფოტოები ბევრია, თუმცა, მათი დაბეჭდვა სრულად ვერ მოვახერხე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გურიის გუბერნატორის სახით გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ფოტოების დაბეჭდვის სურვილი გამოთქვა. მინდა ისიც ვთქვა რომ ყველა ამ ფოტოზე ექსკლუზიური უფლება თქვენს გაზეთს ეკუთვნის და კიდევ ერთხელ გმადლობთ მხარდაჭერისთვის, _ აღნიშნა ლაშა ზარგინავამ.
გურიის გუბერნატორის, ვალერი ჩიტაიშვილის თქმით, მსგავსი სახის ღონისძიებები ჩვენი ქვეყნის ბოლო დროის ისტორიის უკეთ გათავისებაში დიდი წვლილს შეიტანს:
_ ეს ფოტოები და, შესაბამისად, მისი ავტორი ჩვენი ქვეყნის ყველაზე მძიმე წუთების მატეანეა. აქ კარგად ჩანს რუსული ოკუპაციის მძიმე წუთები. მისასალმებელია, როცა მსგავსი სახის ღონისძიება იმართება. დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ გამოფენის დათვალიერების შესაძლებლობა ოზურგეთელებს და ლანჩხუთელებსაც მიეცეთ, _ თქვა გუბერნატორმა.
ჩიტაიშვილმა ისიც გაიხსენა, რომ ომის პირველივე წუთებში, გურული ექიმები დაუყოვნებლივ გაემგზავრნენ ფოთში და შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს.
_ დღისით ფოტოებს ვიღებდი, ღამით კი ომის დღიურებს ვწერდი. ყველა წუთი ასახული მაქვს. იქ ყველაფერი წერია _ წერია, რომ პირველი დახმარება სწორედ გურულებმა აღმოგვიჩინეს ფოთელებს და ამისთვისაც დიდი მადლობა. იმ მძიმე დღეებში, საათში რამდენიმეჯერ მირეკავდნენ ჩემი გურული მეგობრები. თქვენი თანადგომით შევძელით ბევრი რამის გადატანა და, ჩემს მსგავსად, ყველა ფოთელი ამისთვის მადლობას გიხდით, _ დასძინა გამოფენის ავტორმა.
გამოფენის დათვალიერება ჩოხატაურელებს ერთი კვირის განმავლობაში, მხარეთმცოდნეობის მუზეუმში შეუძლიათ.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


"რაც თავი მახსოვს, აქანე სინათლე მიდღემჩი არ ყოფილა...გლახა დარი შეგხდენ,
29 ივლისს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე 22
იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზებთან დაკავშირებით
2014 წელს საქართველოში 60 736 ახალშობილის დაბადება დარეგისტრირდა. სახელმწიფო სერვისების განვითარების
ბიზნესმენ ავთო ადუაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა ბრალდებულ გელა უბილავას სკანდალური
"ლიბერთი ბანკის" ბრენდის დესპანებს წარმატებული ქართველი ჩოგბურთელი,  საქართველოს საჩოგბურთო ნაკრების