საზოგადოება

მშვიდობის სახელით "ქართულ-აფხაზური მშვიდობის სახლი"

ქეთი მიქაძე  2014-01-31 07:48:08

ქართველებისა და აფხაზების დამაკავშირებელ მშვიდობის ძაფად კავშირი "ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახები" სწორედ რომ შერეულ ოჯახებს მიიჩნევს. კავშირის წევრი რეზო ბენდელიანი აცხადებს, რომ ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახები ცხოვრობენ როგორც ენგურს გაღმა, ისე გამოღმა. ქალბატონები, რომელთაც აფხაზი მეუღლეები და შვილები ჰყავთ მთელ აფხაზეთში ცხოვრობენ და ეს ის დიდი იმედია, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და ჩავეჭიდოთ. მან შეიმუშავა ახალი პროექტი  "ქართულ-აფხაზური მშვიდობის სახლი".

 

პროექტის მიხედვით "ქართულ-აფხაზური მშვიდობის სახლი" უშუალოდ ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყებს ფუნქციონირებას და იმ ადამიანებს, რომლებიც გამშვები პუნქტით სარგებლობენ მათთვის საჭირო სერვისებს შესთავაზებს. პროექტის მიზანია შეიქმნას თავისუფალი სივრცე ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე და ორივე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია მიმდინარე მოვლენების შესახებ.

"გურია ნიუსი" ქართულ-აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობის პრეზიდენტს ნესტან კირთაძეს დაუკავშირდა.

  _ ქალბატონო ნესტან, თქვენ უკვე წლებია აღნიშნულ საკითხზე მუშაობთ და ბევრი ახალი ინიციატივაც გაქვთ წამოყენებული. საინტერესოა რას ფიქრობთ "ქართულ-აფხაზურიმშვიდობისსახლის“ პროექტთან დაკავშირებით?

_ ძალიან კარგი და მისასალმებელი პროექტია. ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანები მშვიდობის სახელით კონკრეტულ საქმიანობას განსაზღვრავენ და იმოქმედებენ ამ მიმართულებით. ეს საჭიროა ენგურის გამოღმაცდა ენგურის გაღმაც. რეზო ბენდელიანი ჩემი დიდი ხნის მეგობარია, თავად აფხაზეთიდან არის და ზუსტად იცის რა სირთულეების და საჭიროებების წინაშე დგანან ქართველებიც, აფხაზებიც და მით უფრო შერეული ოჯახები. მივესალმები ყოველგვარ აქტიურობას მუდმივი მშვიდობის გზაზე.

პროექტი კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ინიციატივით ხორციელდება. პროექტის ავტორთა და ინიციატორთა თქმით, "ქართულ-აფხაზური მშვიდობის სახლი" სავარაუდოდ მიმდინარე წლის ზაფხულში გაიხსნება.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ბოლო კვირის განმავლობაში წამების, არაჰუმანური, სასტიკი,
საქართველოს პარლამენტის წევრი, წალკის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ შავლოხაშვილი ჯენერიკების სანდოობის
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, -
 ნინოწმინდის რაიონში, საქართველო- სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე დიდთოვლობის და ქარბუქის
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში, გუშინ ძლიერი ქარისა და წვიმის შემდეგ,
ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ექსპერტები განცხადებებს აკეთებენ. ზვიად ხორგუაშვილი განცხადებით, მთავრობა