მკითხველი

საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს

  2010-11-26 05:58:03

ბატონო პრეზიდენტო, 22 წლის წინ, სოფელ გურიანთაში (ოზურგეთის რაიონი) შემოყვანილი იქნა გაზის მაგისტრალი. სოფელმა ამისათვის დიდი რაოდენობით სახნავ-სათესი ფართობები გაიღო, დიდი დიამეტრის მილები ჩაიწყო სოფლის ცენტრალურ ქუჩაზე, მოსახლეობაში, ახალდაგებული ასფალტი მილების ჩასაწყობად შუაზე გაიჭრა, რის გამოც გზები დღემდე დაზიანებულია.
22 წლის წინ კოლმეურნეობა არსებობდა, შესაბამის სამინისტროს ხარჯთაღრიცხვა გაკეთებული ჰქონდა _ მთელი სოფლის თითოეულ ოჯახამდე გაზის მილსადენის მიყვანა 120 მანეთი ჯდებოდა.
სოფლის მთავარ ინჟინერს ვახტანგ ტოტოჩავას, სოფლის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები დაწყებული ჰქონდა. ამ პერიოდში მის ოჯახს თავს დაესხა ყაჩაღთა ჯგუფი, რომლებმაც გაუგონარი წამებით მოკლეს იგი. ოჯახი ფიქრობს, რომ სწორედ ამ საქმეს შეეწირა ვახტანგ ტოტოჩავა, მისი გაუბედურებული ოჯახი კი 22 წელია ამაოდ ელოდება ბუნებრივ აირს.
ამ 22 წლის განმავლობაში მერამდენედ მოტყუვდა ხალხი, რამდენმა არჩევნებმა ჩაიარა. წინასაარჩევნოდ უხვად დაგვაყრიან დაპირებებს, შესრულება კი არავის უნდა. რადგან მაგისტრალის შემოყვანამ სოფელი დიდად დააზარალა (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ), რომ არაფერი ვთქვათ სოფლის მთავარი ინჟინრის ვ. ტოტოჩავას გაუბედურებულ ოჯახზე, პრიორიტეტი ეკუთვნის სოფელს, სადაც გაზის მთავარი მაგისტრალი გადის, სინამდვილეში კი ამ სოფლის ხარჯზე ქალაქ ოზურგეთის და რაიონის რამდენიმე სოფელი, 10 წელზე მეტია, იღებს ბუნებრივ აირს. როცა სოფლის მოსახლეობა გამოიკითხა, ყველამ პრიორიტეტად გაზი დაასახელა, მაგრამ რა?! წინასაარჩევნოდ ხდება ეს გამოკითხვები. არჩევნები ჩაივლის, "ნაციონალური მოძრაობა"  იმარჯვებს, დაპირება კი დაპირებად რჩება.
სოფლის წარმომადგენლები რამდენჯერმე შევხვდით რაიონის ხელმძღვანელებს. დაგვპირდებიან და გამოგვიშვებენ. "სოკარი" კერძო კომპანიაა, მაგრამ მიმართულების მიცემა ხომ ადგილობრივი ხელისუფლების პრეროგატივაა? ამაში ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რადგან ვხედავთ, რომელ სოფლებში მიდის გზების დაგება და გაზიფიცირება.
უკიდურესად უჭირს სოფელს, გაიჩეხა ტყეები, ქარსაფარი ზოლები, ზამთარში ოჯახებს სითბო სჭირდებათ, ბუნებრივი აირი კი დიდი შეღავათი იქნება, რომ ცოტათი მაინც ამოვისუნთქოთ.
ამდენი წელია იმიტომ არ მოგმართეთ, რომ ვფიქრობდით, ადგილზე მივაღწევდით სასურველ შედეგს, მაგრამ ამჟამად ყველა იმედი ამოგვეწურა, გვეგონა, რომ რაიონის ხელმძღვანელობა მოგვაქცევდა ყურადღებას, მაგრამ იმდენჯერ მოვტყუვდით, რომ მომავალშიც აღარ გვინდა მოვტყუვდეთ, არჩევნები ხომ კვლავ მოვა?!
უმორჩილესად გთხოვთ, მოგვაქციოთ ყურადღება _ სოფლის მცხოვრებლების 22 წლის ლოდინი, რომელიც გაზის მაგისტრალის შემოყვანამ ესოდენ დააზარალა, ვფიქრობთ, საკმარისზე დიდხანს გაგრძელდა.


დარეჯან ჟღენტი,
რეპრესირებული ოჯახის წევრი. ყაჩაღების მიერ მოკლული ვახტანგ ტოტოჩავას მეუღლე

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


გახშირდა ჩვენს ცხოვრებაში ღია კარების მტვრევა. ციხე-სიმაგრის აღებას არც მე
როცა სოფლის დახმარების პროგრამასა და პრიორიტეტების მოსახლეობასთან შეთანხმებაზე გვინდა ვისაუბროთ,
"ერთი ურწმუნო და ყოველგვარი სიწმიდის უარმყოფელი კაცი, ერთხელ, თოვლიან დილას
გაზეთ "გურია ნიუსის" 95-ე ნომერში დაიბეჭდა სტატია სათაურით: "ფაფუ, სამმართველო
პიონერი! ამ სიტყვის განმარტება, ალბათ, გეცოდინებათ _ "ბავშვთა ნებაყოფლობითი კომუნისტური
_ როგორ ხართ ოჯახში?! _ ეკითხება ერთი გურული მეორეს. _ დაგექცა