მთავარი თემა

კეზერაშვილი პატიმრობიდან ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირობით გათავისუფლდა

თეონა გიგაური  2014-02-03 15:09:42

საქართველოს პროკურატურა ფრანგული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

"დღეს, საფრანგეთის ქალაქ ექს-ან-პროვანსის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით კეზერაშვილი პატიმრობიდან ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირობით გათავისუფლდა.
 
მოსამართლემ დავით კეზერაშვილს აუკრძალა საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება და დააკისრა ვალდებულება იცხოვროს ექს-ან-პროვანსში მოსამართლის მიერ მითითებულ კონკრეტულ მისამართზე. გადაწყვეტილების თანახმად, დ. კეზერაშვილს სასამართლომ უფლება მისცა დატოვოს საცხოვრებელი ადგილი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, მხოლოდ 10:00-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს და კვირას 09:00-დან 21:00 საათამდე.
 
ექს-ან-პროვანსის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ელექტრონული სამაჯურის ტარების ვადად განისაზღვრა დღეიდან 6 თვე და არა მხოლოდ - 27 თებერვლამდე პერიოდი, როდესაც ექსტრადიციის საკითხზე მოსამართლემ მსჯელობა უნდა განაახლოს. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით კეზერაშვილმა სასამართლოს უნდა ჩააბაროს მისი ორი პასპორტი. 
 
საქართველოს მთავარი პროკურატურა აგრძელებს ექსტრადიციის საკითხზე მუშაობას ფრანგ კოლეგებთან სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში," _ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ, თუმცა
19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ღონისძიებას, პოლიციის თანამშრომლებმა სასულიერო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ზოტი მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთით, მდინარე გუბაზეულის
ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფი (განურჩევლად იმისა, არის ის ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში)
რამდენ ლარს შეადგენს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მოადგილეების, დეპარტამენტის თავმჯდომარეების 
დღეს, ტელეკომპანია "რუსთავი-2" ეთერში, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ განაცხადა, რომ