საზოგადოება

სახალხო დამცველი ჟურნალისტებს ყოველთვიურად შეხვდება

გიორგი გირკელიძე  2014-02-04 14:31:02

5 თებერვალს, 11 საათზე სასტუმრო თბილისი მარიოტში სახალხო დამცველი ჟურნალისტებთან შეხვედრას გამართავს.

სახალხო დამცველმა აპარატის მუშაობის მეტი გამჭვირვალობისა და საზოგადოებასთან უფრო აქტიური ურთიერთობის მიზნით მიიღო გადაწყვეტილება ჟურნალისტებს რეგულარულად, ყოველი თვის დასაწყისში შეხვდეს.

 

 

დაგეგმილ შეხვედრაზე ომბუდსმენი გასული თვის ანგარიშს წარმოადგენს და ჟურნალისტების ყველა კითხვას უპასუხებს. სახალხო დამცველი ჟურნალისტებს ასევე ბიულეტინს წარმოუდგენს, რომელიც ასახავს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობას, აპარატში მომუშავე თანამშრომლების აქტივობას და სამომავლო გეგმებს, ასევე ადამიანის უფლებების სფეროში მსოფლიოში მიმდინარე მთავარ მოვლენებს.



 ფონტების ინჟინერიის კურსები, კონკურსი "ქართული ა", ლექსიკონების გაციფრულება, მაიკროსოფტის სათარგმნი
"ერთხელ ვთქვი და ხალხმა აიტაცა _ ვერ გავიგე, ვისი ვიოლინო
(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ პარასკევს, საღამოს, ქალაქ ლანჩხუთის ცენტრში, "ავერსი
  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება. გამონაკლისი
წერა-კითხვაზე ადრე, ადამიანმა რომ სიმღერა ისწავლა, ჩვენს მკითხველს კარგად მოეხსენება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ლიანა ასათიანს დღეს, დიდუბის პანთეონში, მეუღლის გვერდით