საზოგადოება

აჭარაში 12 000-მდე ფერმერი დახმარებას მიიღებს

სალომე სიგუა  2014-02-11 09:47:55

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს "მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში, ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 12000-მდე ფერმერი დახმარებას მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით წელს დაახლოებით 65 000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს.

"მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ბენეფიციარები იქნებიან ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 1.25 ჩათვლით ჰექტარის ფართობის სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის იყენებენ.

ფერმერები, მიწის ფართობის მიხედვით, დაიყოფიან ორ კატეგორიად და მიიღებენ სხვადასხვა ოდენობის სარგებელს. ეს კატეგორიებია: ა) ფერმერები, რომელთაც გააჩნიათ 0,25 ჰა–მდე ფართობის მიწის ნაკვეთი ბ) ფერმერები, რომელთაც გააჩნიათ 0,25 ჰა დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის მიწის ნაკვეთები. "მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ბენეფიციარები წელს ისარგებლებენ ორი ტიპის ბარათით: 1) ნიადაგის ხვნის სამუშაოებისათვის დარიგდება სასოფლო–სამეურნეო ბარათი. 2)სასოფლო-სამეურნეო საქონლის მისაღებად ფერმერები ისარგებლებენ საბანკო პლასტიკური ბარათით, ე.წ. "აგრობარათით".

2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით წელს საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს. აღნიშნული პროქტის განხორციელება დაიწყება თებერვალში და დასრულდება აგვისტოში. პროექტის ბიუჯეტი 90 მილიონამდე ლარს შეადგენს. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი და ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დააფინანსებს, ხოლო ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეებში სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა. ახალი სასწავლო სემესტრიდან
გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის
თუ სტუდენტებზე მართლა ხდება ზეწოლა, ეს არის კატასტროფა და ძალიან
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებით, 2014 წელს, დართლოს
 2016 წლის „მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგის თანახმად, რომელიც CATO-ს ინსტიტუტმა,
განათლების და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძის განცხადებით, უამინდობის გამო საქართველოს