საზოგადოება

90 წლის ასაკში გარდაიცვალა კომპოზიტორი მერი დავითაშვილი

ქეთი მიქაძე  2014-02-18 07:17:10

საქართველოში ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელიც კომპოზიტორ მერი დავითაშვილს და მის შემოქმედებას არ იცნობს. მის მუსიკაზე თაობები აღიზარდა.

ქალბატონი მერის მუსიკამ ერთნაირად საყვარელი გახადა როგორც პატარებისთვის, ასევე დიდებისთვის უამრავი ქართული მულტფილმი თუ მხატვრული ფილმი. "წუნა და წრუწუნა", "ჩხიკვთა ქორწილი", "ხელმარჯვე ოსტატი", "მანანა" - ეს მცირე ჩამონათვალია ხელოვნების იმ ნიმუშებს შორის, სადაც მერი დავითაშვილის მუსიკა ჟღერს. ქართველი მსმენელი კარგად იცნობს მის სიმფონიურ, კამერულ-საკრავიერ და საგუნდო ნაწარმოებებსაც.

გარდა მუსიკისა, მან მომავალ თაობას დაუტოვა წიგნი "მოგონებები გარდასულ დღეთა", რომელიც მრავალ საინტერესო ამბავს გვამცნობს. ავტორის მიზანიც ხომ ეს იყო, მკითხველისთვის გაეცნო ის ადამიანები, რომელთა გარემოცვაშიც იმყოფებოდა.

წუხელ, გვიან ღამით საქართველოს სახალხო არტისტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, კომპოზიტორი მერი დავითაშვილი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"გურია ნიუსი" უთანაგრძნობს მის ოჯახს. მერი დავითაშვილს 20 თებერვალს ქაშუეთის ტაძრიდან გამოასვენებენ.



თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი "გურია ნიუსთან" ინტერვიუში
ოზურგეთში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, 17 სექტემბერს, აქცია "გაიღე სისხლი
პარლამენტთან საპროტესტო აქცია ამჯერად კერძო კრედიტორებმა გამართეს. მათი განცხადებით,
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შექმნილი კანონპროექტის "ადგილობრივი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მესამე შვილის ახალდაბადებული გაბრიელ ღარიბაშვილის ფოტოები გაავრცელა გაგუას
ამ წუთებში, ოზურგეთში  თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები