ფინანსები

"ეკონომიკური განვითარების მიმართულებით საქართველო ძალიან მძიმე მდგომარეობაში რჩება"

ეკა ალფაიძე  2014-02-18 13:34:24

ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი ფორუმი დასრულების შემდეგ გააკეთა.

"ჩვენს ეკონომიკაში რჩება მთელი რიგი სირთულეები, მთელი რიგი გამოწვევები, ჩვენ გვსურს მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ იმის შესახებ, თუ რა პრობლემები არსებობს ქვეყნის ეკონომიკაში. მთავრობა ღიად აცხადებს იმას, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ტყუილის თქმას და გვსურს ღიად ვუთხრათ მოსახლეობას თუ რა სფეროებში გვაქვს სირთულეები. მსოფლიო ბანკის შეფასების მიხედვით მიუხედავად იმისა რომ საქართველოს წინა ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა სხვადასხვა კუთხით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით საქართველო ჯერ კიდევ ძალიან მძიმე მდგომარეობაში რჩება. საუბარი იმის თაობაზე რომ ქვეყნის ეკონომიკა გაორმაგდა და გახდა მოწინავე რეგიონში, არის აბსოლუტურად გადამეტებული და პირდაპირ გეტყვით, ეს არის ტყუილი. მე მინდა მოვუწოდო ოპონეტებს, რომ დაასრულონ ამ ტყუილების თქმა მოსახლეობისთვის, არავითარი ეკონომიკა არ არ გაორმაგებულა",_ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველო ეკონომიკური განვითარებით დონით სომხეთის დონეზეა. ხოლო ყოფილი ხელისუფლების განცხადება, რომ ამ მხრივ საქართველო რეგიონში ლიდერი იყო, წმინდა წყლის ტყუილია.

"მე გეტყვით რომ საქართველო და სომხეთი იმყოფებიან ერთ ადგილზე და არავითარი წინსვლა და განვითარება არ ხდება, ეს იყო დროებითი ინექციები, დროებითი სტიმულატორებით გაზრდილი ეკონომიური მაჩვენებლებით ხდებოდა სპეკულირება და სწორედ ამ პრობლემების და სირთულეების იდენტიფიცირება მოვახდინეთ ჩვენ. საუბარი იმის თაობაზე, რომ ეკონომიკური სირთულეები იყო გასულ წელს, ეს არის აბსოლუტური ტყუილი, ჩვენ უბრალოდ დავიწყეთ ქვეყნის ეკონომიკის სტრურქტურული რეფორმები, რეალური ეკონომიკის განვითარების სტრატეგია დავსახეთ და ამის გადაწყვეტის სამოქმედო გეგმაზე ვმუშაობთ", _ აღნიშნა ღარიბაშვილმა.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ზურა ჯაფარიძე, მომავალი წლიდან, დეპუტატების ხელფასების სავარაუდო
საბანკო სისტემა ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი საკმაოდ მყიფე ეკონომიკური სეგმენტია.
საქართველოს მთავრობის ახალი ინციტივა პარლამენტში "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
ასეთია მონაცემები "საქართველოს ბანკსა" და ბანკ "რესპუბლიკაში". რაც შეეხება  "თიბისი ბანკსა"
უმცირესობის დეპუტატმა აკაკი ბობიხიძემ პარლამენტში დებატებისას, ქვეყნის პრემიერ მინისტრი გააკრიტიკა.
Microsoft Corp.– ის დაკვეთით IDC–ის მიერ განხორციელებული კვლევის თანახმად,