მთავარი თემა

შსს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს

ჟანა მეგრელიშვილი  2014-02-19 07:00:29

შსს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. ეს პოსტი შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს  ქუთაისის საქალაქო სამმართველოს უკვე ყოფილმა უფროსმა,   36 წლის გიორგი მდინარაძემ დაიკავა. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, პოლიციის შეფი თანამშრომლებს დღეს შეხვდება.

გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში საკადრო ცვლილებებს ელოდებიან, როგორც გვითხრეს, მდინარაძე  თავისი გუნდით აპირებს მოსვლას და გურიის სამხარეო სამმართველოში დიდი საკადრო ცვლილებების განხორციელებას გეგმავს.

_ ბატონო გიორგი, დღეიდან თქვენ შეუდგებით გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულებას.  როგორც გავიგეთ, დღის 2 საათისთვის  უკვე ოზურგეთში იქნებით...

_ კი, ბატონო

_ გეგმავთ თუ არა საკადრო ცვლილებების გახორციელებას?ჩვენი ინფორმაციით, შეიცვლება თქვენი მოადგილეები. ასევე, რაიონული სამმართველოების უფროსები და მოადგილეები...

_ დღეს მექნება პირველი შეხვედრა, ჩამოვალ, გავეცნობი თითოეულ მათგანს და ვნახოთ.   ჯერ არაფერი მაქვს დაგეგმილი, პირველ რიგში გაცნობა მოხდება.

_ ბატონო გიორგი, რა არის თქვენი გურიაში წამოსვლის მიზანი?

_ ეს იყო სამინისტროს გადაწყვეტილება.

_ ფლობთ თუ არა ინფორმაციას გურიაში ძალიან ბევრი  გაუხსნელი რეზონანსულისაქმეების შესახებ?

_ ვიცი, ვიცი.

_ როგორ აპირებთ ამ საქმეების გახსნას?

_ ჩამოვალ, გავეცნობი ყველაფერს და ამასთან დაკავშირებით შემდეგში ვისაუბროთ.

_ ბატონო გიორგი,  უკავშირდება თუ არა თქვენი წამოსვლა წინასაარჩევნო პერიოდს?

_ არავითარ შემთხვევაში, რა შუაშია ეგ?

36 წლის გიორგი მდინარაძე წარმოშობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრიდანაა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ის შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს უფროსად 2012 წლის 25 დეკემბერს დაინიშნა. მანამდე კი შსს-ს სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


რამდენიმე დღის წინ, ე.წ. "მატროსოვის ციხეში" თავდაცვის ყოფილი მინისტრები: ბაჩო
იუსტიციის სამინისტროში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის  წევრთა სამუშაო 
საზოგადოება და, შესაბამისად, ჩვენი გაზეთის მკითხველიც, ალბათ, უკვე დაიღალა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მერიაში ციტრუსით დატვირთული ერთი ტრაილერი ურეკის პოლიციამ
როგორც საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურაში აგვისტოს
საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს სოციალურ ქსელში