ფინანსები

თელავში აგრობარათების დარიგება დაიწყო

სალომე სიგუა  2014-02-25 11:35:51

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის განხორციელება დაიწყო.  

პროექტის ფარგლებში ფერმერებს პლასტიკური აგრო ბარათებიც ურიგდებათ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე, კახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშილიდა ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე დღეს კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავის ლიბერთი ბანკის ფილიალში აგრობარათების დარიგების პროცესს გაეცნენ და ადგილზე მისულ ფერმერებს შეხვდნენ.

აგრო ბარათების დარიგება აღმოსავლეთ საქართველოში 17 თებერვლიდან დაიწყო და ფერმერებს ლიბერთი ბანკის ფილიალებში პლასტიკური ბარათის აღება ექვსი თვის განმავლობაში შეეძლებათ.

მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით, წელს კახეთის რეგიონის 98139 ფერმერი ისარგებლებს, მათ შორის,სასოფლო-სამეურნეო, ხვნის ბარათი 72266 ბენეფიციარს დაურიგდა(ერთ ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით). აგრო ბარათზე დარიცხული იქნება 50 ლარის შესაბამისი 50 ქულა (1 ლარი 1 ქულა).   აგრო ბარათი ფერმერს ურთიერთობას გაუმარტივებს სასოფლო-სამეურნეო საქონლის მიმწოდებელ მაღაზიებთან,  შესაძლებლობა ექნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქტის შეძენა (სასუქი, სათესლე მასა, მცენარეთა მოვლის საშუალებები)  ნაწილ-ნაწილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მაღაზიაში.

"მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ბიუჯეტი 90 მილიონამდე ლარს შეადგენს. პროგრამას  სახელმწიფო ბიუჯეტი, ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი და ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აფინანსებს.

"მცირემიწიანფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშოების ხელშეწყობის პროექტი" თებერვალშიდაიწყოდააგვისტოშიდასრულდება.პროექტითწელს,დაახლოებით, 800,000-მდემცირემიწიანიფერმერიისარგებლებს. 

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


უმსხვილეს ფინანსურ ორგანიზაციებზე საგადასახადო შეღავათები გავრცელდება. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების
საერთაშორისო ფინანსური სკანდალი და დაჯარიმებული უმსხვილესი ბანკები _ აშშ-ს იუსტიციის
სამი ბინა, საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი - საქართველოს პარლამენტში
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ამბროლაური პირველ ეტაპზე 1 483
Microsoft Corp.– ის დაკვეთით IDC–ის მიერ განხორციელებული კვლევის თანახმად,
"საფინანსო ინსტიტუტებში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის კუთხით ეროვნული ბანკის ზედამხედველობა