ფინანსები

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადება

ეკა ალფაიძე  2014-03-13 17:27:18

"გურია ნიუსის" მიერ გავრცელებულ მასალას "ყოველთვიური პრემიით წახალისებული მინისტრის მოადგილეები", რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მინისტრმა სოზარ სუბარმა მარტში, ხელფასთან ერთად, პრემია და დანამატი მიიღო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა.

ვაქვეყნებთ ამ განცხადებას უცვლელად:

"გამოცემა „გურია ნიუსმა" გამოაქვეყნა პუბლიკაცია, სადაც არასწორად არის მითითებული სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, სოზარ სუბარის შემოსავლის შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, ავტორი წერს, რომ მინისტრმა გასულ წელს მხოლოდ ერთხელ, 2013 წლის მარტში პრემია ხელფასთან და დანამატთან ერთად აიღო. ჟურნალისტი აღნიშნულ ფაქტს უკავშირებს მინისტრის მიერ ბინის შეძენას.

ინფორმაცია რომ გადამოწმებულიყო სამინისტროს პრესსამსახურთან, ვებგამოცემას ეცნობებოდა, რომ პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის  2013 წლის 7 მარტის ბრძანებით, თითოეულმა მინისტრმა მიიღო თებერვლის თვის პრემია 4335 ლარის ოდენობით, რომელიც ჩაირიცხა 13 მარტს, ხოლო 2013 წლის მარტის თვიდან მინისტრებს დაუდგინდათ ხელფასზე დანამატი. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მინისტრმა მარტის თვეში ერთდროულად მიიღო პრემია და დანამატი, სიმართლეს არ შეესაბამება".

 

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


საარსებო მინიმუმის გადათვლის პროცესი უკვე დაწყებულია. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ
 "რამდენიმე კვირის წინ დამტკიცებული საგადასახადო ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს სამი გიგანტური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 2014 წელს პირველ ეტაპზე 10 ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყება.
რუისი-აგარის გზის მშენებლობას მსოფლიო ბანკის დაფინანსებით კომპანია "China Nuclear Industri"
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.1805 ლარი გახდა. ლარის ოფიციალური
მოსკოვის მერის მარატ ჰუსნულინის განცხადებით, რუბლის კურსის მკვეთრად დაცემის გამო,