მთავარი თემა

საქართველოში 2 141.4 ათასი მამაკაცი და 2 349.1ათასი ქალი ცხოვრობს

ნატო გოგელია  2014-05-02 06:55:25

საქტატის მონაცემებით 2014  წლის 1  იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 4 490.5 ათასი კაცი შეადგინა.

ქვეყნის მოსახლეობის 53.7 პროცენტი (2 411.7 ათასი კაცი) - ქალაქად, ხოლო 46.3 პროცენტი (2 078.8 ათასი კაცი) სოფლად ცხოვრობს.

აქედან თბილისში 1 175.2 ათასი ადამიანი ცხოვრობს; აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 396.6;  გურიაში 138.8;  იმერეთში  703.3;  კახეთში 405.0;  მცხეთა-მთიანეთში 108.8; რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 45.9;  სამეგრელო-ზემო სვანეთში 476.3; სამცხე-ჯავახეთში 213.7;  ქვემო ქართლში 513.1; შიდა ქართლში 313.8.

2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოსახლეობის 47.7  პროცენტი (2 141.4 ათასი)  მამაკაცია, ხოლო 52.3 პროცენტი (2 349.1 ათასი) - ქალი.

2013 წელს წინა წელთან შედარებით 5-9  წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობაში 0,2  პროცენტით მატება აღინიშნება, რაც გამოწვეულია 2006  წლიდან ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობის ზრდით. 2012 წელთან შედარებით, 10-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში აღინიშნება 0.7-პროცენტიანი კლება, მათგან 20-24 წლის ასაკობრივმა ჯგუფმა ყველაზე დიდი კლება (0,3  პროცენტი) განიცადა, რაზეც ზეგავლენა მოახდინა ამ ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის მიგრაციულ პროცესებში აქტიურად მონაწილეობამ.

2013 წელს ემიგრანტების რაოდენობამ 95 064 კაცი შეადგინა, რაც წინა, 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5 პროცენტით მეტია, ხოლო იმავე პერიოდში იმიგრანტების რაოდენობამ 92 458 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25 პროცენტით მეტია. მიგრაციულმა სალდომ (სხვაობა ემიგრანტებისა და იმიგრანტების რაოდენობას შორის) 2013 წელს უარყოფითი მაჩვენებელი _ 2 606 ერთეული შეადგინა.

 

 

 

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ფართომასშტაბიანი აქციები ქუთაისში "ნუ წაგვართმევთ პარლამენტს" დაიწყო. ამ წუთებში
ეს კანონპროექტი, რომელიც უამრავ ადამიანს ქუჩაში უსახლკაროდ დარჩენით ემუქრება,   უკვე
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, რომელიც ყოფილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, შინაგან საქმეთა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, 17 დეკემბერს, მაჯის საათები შპს "ართთაიმში"
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს რეკომენდაციით