მთავარი თემა

შს მინისტრი დარიალის ხეობაში, შემთხვევის ადგილზე იმყოფება

თამარ ლეფსვერიძე  2014-05-17 10:55:38

შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ამ წუთებში, დარიალის ხეობაში, შემთხვევის ადგილზე ჩავიდა სიტუაციის გასაცნობად. დარიალის ხეობაში ვეტრმფრენით გადაფრინდნენ სპეციალისტებიც, რომლებიც დაადგენენ თუ რამ გამოიწვია მთის მასის ჩამოწოლა.

როგორს "გურია ნიუსს" ამ წუთებში შს სამინისტროდან აცნობეს, შსს-ს საგანგებო სიატუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დარიალის ხეობაში არსებული გვირაბიდან 15-მდე ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს. სამაშველო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ დარიალის ხეობაში მთის მასა მოწყდა და იქ დილიდან მობილიზებული არიან  სამაშველო სამსახური, საპატრულო პოლიციისა და სამედიცინო დახმარების ბრიგადები. სამაშველო ბრიგადები გაემგზავრა თბილისიდანაც.
  მთის მასა საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, მშენებარე ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყდა.

ამასთან, არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ, რაც ჯერ დადასტურებული არ არის.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მუნისტრი ელგუჯა ხორკიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს,
თვითმმართველობის არჩევნებამდე თვე-ნახევარზე ცოტა მეტი რჩება. რამდენიმე პარტიამ არჩევნებზე გაერთიანებული
მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობისთვის ტერიტორია გამოიყო - გადაწყვეტილება დღეს საქართველოს რეგიონული
24 მაისს, დილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალისა და ძიმითის მოსახლეობის
"დღეს საქართველო 75 პროცენტით ენერგეტიკულად დამოკიდებულია ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე. თუმცა,
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა, რუსეთის საზღვართან საკუთარი ჯარების რაოდენობა გაზარდა, _ ამის