მთავარი თემა

ბინძური პროკლამაციების გაკვრა გრძელდება

ნატო გოგელია  2014-06-02 06:54:23

ბინძური პროკლამაციების გაკვრა, რომელიც დეპუტატობის კანდიდატების შეურაცხმყოფელ ტექსტებს შეიცავს ისევ გრძელდება. დილით, პროკლამაციები, რომელზეც გასულ კვირას ვწერდით, "გურია ნიუსის" სათაო ოფისის შესასვლელ ჭიშკარზე და მიმდებარე ტერიტორიაზე დაგვხდა გაკრული. ზელო გვენეტაძის ხელმოწერილ ნაბეჭდ პროკლამაციებზე რამდენიმე სიტყვა კალმით იყო ჩამატებული.

"ვინც დახიოს...."; "წაიკითხეთ და სწორად გაიგეთ".

პროკლამაცია ჩოხატაურის 62/03 საარჩევნო ოლქში დასახელებულ კანდიდატებს ეხება.

"ყურადღება ამაღლებისა და სამების მცხოვრებთ!“ _ ახლოვდება ადგილობრივი არჩევნები, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგიერთი უღირსი ცდილობს, ისედაც პრესტიჟულ შელახული სოფლების ნების მთლიანად უგულებელყოფას." _  ასე იწყება ბეჭდური მასალები, რომელიც ამაღლებასა და სამებაში რამდენიმე დღის წინ გაიკრა.

A3 ფორმატის ფურცლებზე დაბეჭდილ ტექსტში, განხილულია აღნიშნულ სოფელში დარეგისტრირებული ყველა კანდიდატი (დასაწყისი, რომელსაც "ზოგადი“ ჰქვია   შეურაცხმყოფელია და ეს კანდიდატების პირად ცხოვრებას ეხება. შესაბამისად, "გურია ნიუსი“ მას არ აქვეყნებს და დაინტერესებულ პირებს თხოვნის შემთხვევაში გადასცემს).

_ "ხალხს ყველაფერი ახსოვს და გამოუჩხრეკს "დასაკლავ დანას“. არის ასეთი გამოთქმა _ "ნუ გამოამზეურებ ბინძურ ნიფხავს“. ახლა კონკრეტულად, მოკლედ ჩვენს 62/03 საარჩევნო ოლქში დასახელებული კანდიდატების პლიუს-მინუსები" _ გრძელდება ტექსტი, რომლის ავტორი, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ზელო გვენეტაძეა. ერთ-ერთი დამოუკიდებელი კანდიდატის, გურამ გვენეტაძის მამა (ბატონი ზელოს მეორე შვილი, გია გვენეტაძე "ქართული ოცნების“ პარტიული სიის ათეულშია).

კანდიდატების განხილვა გურამ გვენეტაძის დახასიათებით იწყება:

 "თუ წამოვა სამსახურიდან და ჩამოვა სოფელში, ყველაზე უკეთესი კანდიდატი. "ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოძრაობის დაწყებიდან. "ქართუ ჯგუფის“ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. თავის ძმასთან, გიასთან ერთად იმ ჯგუფშია, რომელიც იცავს ბატონ ბიძინა ივანიშვილს ყველა აქციაზე“

შემდეგ მოდის ემზარ დოლიძე, ასევე დამოუკიდებელი კანდიდატი და სოფლის ამჟამინდელი დეპუტატი. წერილის ავტორის დახასიათებით "იყო "ნაცებთან“ კავშირში, მაგრამ დროულად დატოვა.“

შემდეგია ლალი ყაჭეიშვილი, რომელიც ტექსტის თანახმად "თავგამოდებული ნაციონალია“

"1 ოქტომბრის არჩევნებში მათი წარმომადგენელი საარჩევნო კომისიაში. "ნაცების“ დანიშნული თანამდებობაზე (საკმაოდ ენერგიული). არჩევნებში წარმატების შანსი არა აქვს“ _ წერია ტექსტში.

ბოლოა "ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა სეხნიაშვილი.

 "2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში "ნაცების“ იძულებითი მხარდამჭერი. წესიერი, წყნარი კაცი, მაგრამ რომელსაც არ აქვს ლიდერის თვისებები. სავარაუდოდ "ტყავგამოცვლილ ნაციონალებს“, რომლებიც "ოცნებაში“ "გადმოპორტირდნენ“, საკრებულოში მათზე დამოკიდებული ტაშის დამკვრელი უნდათ. მისი პარტიის სახელით კანდიდატად წამოყენება დიდი შეცდომა და სირცხვილია მაშინ, როცა ვინც მართლა იბრძოდა 1 ოქტომბრის არჩევნებში არც გახსენებიათ და ამით შეურაცხყოფილი დატოვეს ღირსეული  ადამიანები. ასევე ეს სოფლების არცოდნა და ვითომ "წონასწორობის“ პრინციპი, სავარაუდოდ უკუშედეგს მოიტანს.“ _ ასე ახასიათებს გვენეტაძე "ქართული ოცნების“ კანდიდატს.

ზელო გვენეტაძე კანდიდატებს ურჩევს, რომ კანდიდატურები მოხსნან და დასძენს:

"ამაღლების კანდიდატთაგან, 29 მაისს, ამაღლების დღესასწაულზე ერთ-ერთი მოხსნის თავის კანდიდატურას მეორის სასარგებლოდ და ერთი ღირსეული დარჩება, სავარაუდოდ ემზარ დოლიძე.“

წერილი სრულდება მოწოდებით, რომ ხმა მისცენ დამოუკიდებელ კანდიდატს ემზარ დოლიძეს _ საკრებულოს ფრაქცია ‘მრეწველების“ წევრს, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2012 წლის საპარლამენტო  არჩვენების შემდეგ შეიქმნა.

როგორც გაირკვა, პროკლამაციების გაკვრამდე გვენეტაძე და მისი ფავორიტი კანდიდატი, ემზარ დოლიძე ყაჭეიშვილთან მივიდნენ და კანდიდატურის მოხსნა სთხოვეს. უარის მიღების შემდეგ კი სოფელში  ზემოთ აღნიშნული პროკლამაციები გაირკა.

ამ პროკლამაციების გამო, ლალი ყაჭეიშვილმა ჯერ კიდევ გასულ კვირას მიმართა პოლიციას (იხილეთ სტატია: ვინ გააკრა ბინძური პროკლამაციები კანდიდატებზე), თუმცა, როგორც შედეგები ცხადყოფს გამოძიებული არაფერია. მით უმეტეს, რომ გასულ კვირას, ზელო გვენეტაძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას დაადასტურა, რომ ტექსტების ავტორი ნამდვილად თვითონაა.

დილით მომხდარი ფაქტის გამო "გურია ნიუსმა" ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს მიმართა, რომელიც ასიოდე მეტრში მდებარეობს. თუმცა, სამართალდამცველები, ოფიციალური შეტყობინების მიღებიდან ერთი საათის შემდეგ მოვიდნენ.

როგორც გვითხრეს, მოკვლევას აუცილებლად დაიწყებენ და შედეგსაც გვაცნობებენ.

იქედან გამომდინარე, რომ გვენეტაძე "ქართული ოცნების" სახელით მოქმედებს და როგორც ამბობს მმართველი ძალის გამგებლობის კანდიდატის, ირაკლი კუჭავას მხარდამჭერია, ჩვენ კუჭავასაც დავუკავშირდით და "გურია ნიუსის" ოფისთან მოსვლა ვთხოვეთ:

_ ბატონო ირაკლი, თქვენი მხარდამჭერის მიერ პროკლამაციების გაკვრა ისევ გრძელდება. იქნებ მოხვიდეთ და თქვენი თვალით ნახოთ რა ხდება...

_ მოსვლამდე დრო დამჭირდება, თუმცა, მე ზელო გვენეტაძის აპეკუნად ვერ გამოვდგები, _ გვითხრა კუჭავამ, რომელსაც რედაქციასთან მოსვლით თავი არ შეუწუხებია.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ახალი შპს _ "ჩოხატაურის ავტოსერვის ცენტრი"  დააფუძნა,
ადამიანის უფლებები იმ საკითხთაგანია, რომელთან დაკავშირებულ სირთულეებზეც მსოფლიო ერთობლივი ძალებით
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ცენტრალური ხელისუფლების საჯარო უწყებებში 2013 წლის
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საშობაო ეპისტოლეს "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "დღეს
საქმე იმაშია, რომ საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-თვისუფალი დემოკრატების" წევრმა დეპუტატებმა,
2012 წლის 16 ოქტომბრის N136 განკარგულებით, სამხარეო ადმინისტრაციაში თუ 21-მა