საზოგადოება

"დახმარების გაწევა ეტაპობრივად მოხდება"

გიორგი გირკელიძე  2014-06-08 10:12:16

"გურია ნიუსს" დღეს ოზურგეთის თენიეშვილის (ყოფილი გაგარინის) ქუჩის საცხოვრებელი ბინის ერთი ნაწილი დაუკავშირდა.

"მდგომარეობა ასეთია: 5 ივნისს იყო ქარიშხალი და ახადა სახლს სახურავი, დღეს 8 ივნისის და არანაირი რეაქცია გარდა იმისა, რომ იმ დღეს ჟურნალისტების დასანახად ნარინჯისფერებში გამოწყობილი მთავრობა დაპირებებით გვიხვევდა თვალებს. არჩევნებია წინ, აბა რა! გვეუბნებიან მე არა, სხვა სამსახურია პასუხისმგებელიო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ განაცხადა, რომ პრობლემას, არ დაიჯერებ და 25 დღეში მიხედავენ! წარმოგიდგენია? და რა ვქნათ ამ ხნის განმავლობაში? ამინდი დავაზღვიოთ თუ საკუთარი თავები, რომ წვიმა არ მოვიდეს. გულწრფელად გეუბნები, უკვე გახედვაც აღარ გვინდა ბინისკენ, ზუსტად ვიცი რაც დამხვდება.

მოკლედ, ასეთია ვითარება და ისეთ სასოწარკვეთილებაში ვართ, მართალი გითხრათ, არ ვიცით ვის მივმართოთ და რა ვუთხრათ, ამათი ქცევა უბრალოდ ამაზრზენია."

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურმა ამ ფაქტთან დაკავშირებით შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა:

"5 ივნისს მომხდარმა სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს. ადგილობრივი ხელისუფლება 24 საათიან საგანგებო რეჟიმში აწარმოებს მუშაობას და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, კონსტანტინე შარაშენიძე ცდილობს ყველა დაზარალებული ოჯახი ადგილზე მოინახულოს. სპეციალურად შექმნილი სამუშაო მობილური ჯგუფები, ამ დრომდე ამოწმებენ დაზიანებულ ობიექტებს, რის შემდეგაც ისინი სპეციალურ ბაზაში მოხვდებიან და მათ შორის თენიეშვილის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსიც. ვინაიდან სტიქიის შედეგები მძიმეა და დაზარალებული ობიექტებიც შესაბამისად ბევრია, დახმარების გაწევა ეტაპობრივად მოხდება."

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


აქციები ქუთაისის საკრებულოს საკონკურსო საატესტაციო კომისიის დაშლის მოთხოვნით კვლავ გრძელდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, უტა ივანიშვილი ფეისბუქით არ სარგებლობს. ამის
მადლობა  ყველა ოზურგეთელს, ვინც თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა და არჩევნების
(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ამ წუთებში, ქალაქ ლანჩხუთის ცენტრში, "ავერსი
მომხმარებლებს, რომლებიც ფლობენ განახლებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს (მზის,
მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა