მთავარი თემა

ოპოზიციის კანდიდატის მოწმეები, სასამართლოში, ხელისუფლების კანდიდატის მოწმეები არიან

ნატო გოგელია  2014-06-12 11:42:15

ამ წუთებში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, სადაც განიხილავენ "ქართული ოცნების“ ლანჩხუთის გამგებლობის კანდიდატ ზაზა ურუშაძის რეგისტრაციის გაუქმების საკითხს. ჯერჯერობით მოწმეთა დაკითხვა არ დაწყებულა,  თუმცა მოსარჩელე მხარის მიერ დასახელებული მოწმეები, რომლებსაც უნდა დაედასტურებინათ, რომ ზაზა ურუშაძემ კანონი დაარღვია, დღეს უკვე ურუშაძის მოწმეებად არიან პროცესზე მოსულები. ესენი არიან მზია კვაჭიძე და დარეჯან ბაღდავაძე.

ჩვენ ორივე მათგანს გავესაუბრეთ. შეკითხვაზე თუ როგორ აღმოჩნდნენ ურუშაძის მოწმეებად, როცა სასარჩელო მოთხოვნაში ჭყონიას მოწმეები არიან, გვპასუხობენ, რომ ამის შესახებ არაფერი იციან.

აღსანიშნავია, რომ "გურია ნიუსის“ ჟურნალისტებს, ამ მოწმეებთან საუბრის საშუალებას არ აძლევენ ზაზა ურუშაძის მხარდამჭერები, რომლებიც სასამართლოში იმყოფებიან და ქალბატონებს კარნახობენ ჩვენი შეკითხვის პასუხებს.

ასევე, გვაძლევენ მითითებას ვის რა კითხვები დავუსვათ.

აღსანისნავია, რომ სასამართლო წინ იმყოფება ლანჩხუთის სატყეო სამმართველოს უფროსი ნუგზარ ჩხაიძე მის თანამშრომლებთან ერთად და ის სამსახურეობრივი მანქანითაა მოსული.   ჩვენ შეკითხვაზე რატომაა აქ, ამბობს, რომ მის საქმეზეა მოსული, თუმცა ადასტურებს რომ ამ მომენტში მის სამმართველოსთან შემხებ საქმეს სასამართლო არ განიხილავს.

"თქვენ რაც გინდათ ის დაწერეთ, რა დაკითხვებს მიწყობთ აქ რატომ ვიმყოფები“, _  გვითხრა ჩხაიძემ, რომელიც რამდენიმე წუთი სასამართლოს წინ ურუშაძეს ესაუბრებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ის ჩვენ დავაფიქსირეთ, მიმდებარე ტერიტორია დატოვა.

სასამართლო სხდომა 10 წუთში განახლდება. მხარეები შუამდგომლობას ეცნობიან.

შეგახსენებთ, რომ ურუშაძეს რეგისტრაციის გაუქმებას ცესკო და "პატრიოტთა ალიანსის“ ლანჩხუთის გამგებლობის კანდიდატი ითხოვს.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შსს პოლიციის რაიონული სამმართველოს ეზოს კეთილმოწყობისთვის ადგილობრივი
გუშინ, ავლაბარში,  სომხური ეკლესიასთან დაპირისპირება მოხდა. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, ეკლესიის
"2013 წელს თბილისის ყოფილი მერის პირველი მოადგილის სევდია უგრეხელიძის ე.
თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების სიზუსტის მაკონტროლებელი ორგანო საქართველოში არ არსებობს,
ამ წუთებში ზუგდიდში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის, პაატა ქარდავას 
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედის სახალხო დღესასწაულის შემდეგ, მრევლმა შემოქმედის მამათა