მთავარი თემა

მერაბ ჭანუყვაძე: "არ ვარ "ბოღმიანი", ასეთი დამოკიდებულება უმაღლეს საჯარო მოხელეს, არ შეიძლება ჰქონდეს"

ჟანა მეგრელიშვილი  2014-06-30 18:19:00

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალი გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე, თავისი საქმიანობის უფლებამოსილების განხორციელებას, სავარაუდოდ, 7 ივლისს  შეუდგება.  აპირებს თუ არა თავისი გუნდით მისვლას, ვინ იქნებიან მისი მოადგილეები და შეცვლის თუ არა ძველ კადრებს,  ამაზე “გურია ნიუსთან“ თავად ჭანუყვაძე საუბრობს.

_ბატონო მერაბ, ელოდით თუ არა ასეთი მაღალი მაჩვენებლით გამარჯვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და როგორ აპირებთ ამ ნდობის გამართლებას?

_რა თქმა უნდა, ველოდი. შემოვიარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 28 თემი და 70 სოფელი. ყველა შეხვედრა იყო ძალიან პოზიტიური, არცერთი ჩემი დაპირება, შეუსრულებელი არ დარჩება. მე ვგრძნობდი ძალიან დიდ მხარდაჭერას ჩემი მოსახლეობიდან ამ არჩევნებზე და მათ ჩემდამი ნდობას აუცილებლად გავამართლებ.

_ იცნობთ თუ არა სოფლების პრობლემებს და როგორ აპირებთ ამ პრობლემების გადაჭრას?

_ ყველა სოფელში პრობლემები არის იდენტური, მოსაწესრიგებელია გზები, გადასაჭრელია წყლის პრობლემები, ჩვენ ვეცდებით მოსახლეობის ჩართულობით, მათ მიერ  პრიორიტეტების დასახვის შემდეგ,  მხოლოდ და მხოლოდ მათთან კონტაქტით მოვაგვაროთ ამა თუ იმ სოფლის პრობლემები.

_ თქვენი პირველი დღე, გამგებლის რანგში..

_პირველი დღე იქნება გაცნობითი ხასიათის თანამშრომლებთან, ვგეგმავ ერთობლივ და ასევე თითოეულ მათგანთან შეხვედრას,.

_როგორც ვიცით, ორი მოადგილე გეყოლებათ

-კი

_ ჩვენი ინფორმაციით, თქვენს მოადგილეებად  ბიზნესმენი ალექსანდრე ყველაშვილი და ასე გუბერნიის თანამშრომელი არჩილ ყაზაიშვილი ინიშნებიან...

_ მე ვაპირებ გამოვიყენო ყველა ის ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, არა მარტო საჯარო სამსახურში არამედ ისეც, რომლებიც არიან ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები. გარწმუნებთ, რომ ჩემი მოადგილეები იქნებიან კვალიფიციურები და  კომპეტენტურები. კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან ჯერ მოლაპარაკებები მომდინარეობს, თუმც ეს ადამიანები, რომლებიც თქვენ დამისახელეთ არიან ჩემი გუნდის წევრები და საქმის პროფესიონალები.

_ იხილავს თუ არა საზოგადოება თქვენს გვერდით  ძველ კადრებს?

_ არასოდეს არ მქონია განცდა იმისა, რომ ადამიანები კატეგორიებად დამეყო,  მთავარია იყვნენ საქმის პროფესიონალები. იმის თქმა, რომ ვინმე „ნაციონალების“ დროს მუშაობდა, ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.  

_ რომელი სამსახურების გაუქმებას  აპირებთ?

_ ახალი საკრებულოს შეკრებამდე,  ეს ვერ მოხდება,  კომენტარს ამაზე გავაკეთებ მაშინ, როცა მოხდება ახალი საკრებულოს შეკრება. მე არ ვაპირებ ცალკე მუშაობას, მხოლოდ გუნდური  მუშაობის პრინციპებით გადავწყვეტთ საკადრო პოლიტიკისა და  რეორგანიზაციის საკითხს. შემცირებები, რა თქმა უნდა, იქნება, თუმცა ჩატარდება კონკურსი 120 დღის ვადაში, სადაც ყველას ექნება საშუალება გამოავლინოს თავისი ცოდნა და წარმოაჩინოს თავისი გამოცდილება. ჩემი მისვლიდან გპირდებით, რომ არცერთი სამსახური საქმის გარეშე ვერ გაჩერდება და იქნება ძალიან ეფექტური. მკაცრად გაკონტროლდება თითოეული მათგანის საქმიანობა.

_ბატონო მერაბ, გარდა მოადგილეებისა,  გეგმავთ თუ არა სამსახურების უფროსების გათავისუფლებას?

_საკადრო ცვლილებები რაღაც დოზით აუცილებლად მოხდება, მთავრობის დადგენილებით კონკურსი ჩატარდება, რომელიც ღია და აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება, ასე, რომ თუ კი ვინმეს პრეტენზია ექნება იმასთან დაკავშირებით, რომ მოუწევს სამსახურიდან განთავისუფლება, მიიღონ კონკურსში მონაწილეობა. ის ყბადაღებული თემა, რომ მერაბ ჭანუყვაძე მოვა და აბსოლუტურად ყველას გაათავისუფლებს, ეს აბსურდია.

_გამგეობაში, საუბრობენ, რომ თქვენ თითქოს გამგებლის კოტე შარაშენიძის კადრებად მოაზრებულებს აუცილებლად გაათავისუფლებთ, ამაზე რას გვეტყვით?

_საიდან წამოვიდა ეს თემა ნამდვილად არ ვიცი, მეც მსმენია ამის შესახებ, მაგრამ დარწმუნებით გეტყვით, რომ ასეთი რამ ნამდვილად არ მოხდება. მე ეს დამოკიდებულება ნამდვილად არ მქონია, არ ვარ „ბოღმიანი“. ასეთი ურთიერთობა და დამოკიდებულება უმაღლესს საჯარო მოხელეს არ შეიძლება ჰქონდეს, პირიქით ყველას ვცემ პატივს. არ მაქვს ასეთი განცდა, მაგრამ ვის სჭირდებოდა ამით აპელირება ეს ცხადია. თუმცა ჩემი გუნდის წევრები , რამდენიმე ახალი კადრი ნამდვილად მივა, ეს არც დასამალი არ მაქვს, ამას ვადასტურებ, რომ ახალი გუნდით მოვალ. მაგრამ ხვალინდელ დღეს, მაინც განსაზღვრავს კონკურსი. 

_ იცნობთ თუ არა თქვენი წინამორბედის მიერ გაკეთებულ საქმეებს? არის თუ არა დარღვევები?

_ მე ნამდვილად ვერ გაგცემთ ამაზე პასუხს, ბოლო პერიოდში ვიყავი წინასაარჩევნო კამპანიით დაკავებული, თუ დარღვევებია ამას  შესაბამისი სამსახურები გამოავლენენ.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ადვოკატ მამუკა ჭაბაშვილის თქმით, "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა
ე.წ. ჯარისკაცების მოწამვლის საქმეში ბრალდებული პირები თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები, რამდენიმე წუთის
ფოტოზე გამოსახული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა წარწერით _ "პრეზიდენტის სასწრაფო
20 ივნისს, ოზურგეთში, ავღანეთში დაღუპული სამხედრო მოსამსახურე, 21 წლის გია