მთავარი თემა

"ვიღაცეებს ეროსის ვალი ჰქონდათ, დაახლოებით 5 მილიონი დოლარი... არ მჯერა, რომ ეს თვითმკვლელობაა"

ნინო ბერძენიშვილი  2014-07-15 18:31:24

საარჩევნო სუბიექტის "ჩვენი საქართველოს" თავმჯდომარე, დავით შუკაკიძის განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილს არ ჰქონდა მიზეზი, ცხოვრება თვითმკვლელობით დაესრულებინა.

ცნობისთვის, ეროსი კიწმარიშვილი 2014 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა და ის კენჭს რუსთავის მერობაზე სწორედ ამ პოლიტიკური სუბიექტიდან იყრიდა.

"ძალიან კარგად ვიცნობდი ეროსის, ის არცერთ შემთხვევაში ცხოვრებას თვითმკვლელობით არ დაამთავრებდა. ამის განცხადების საფუძველს მაძლევს ბოლო პერიოდში მასთან აქტიური ურთიერთობა.

დიდი ალბათობით ეს მკვლელობაა და არა თვითმკვლელობა", _ უთხრა "გურია ნიუსს" შუკაკიძემ.

მისივე თქმით, დილით გასული სიუჟეტი, სადაც ეროსი კიწმარიშვილს კოორდინატორები თანხის გადაუხდელობაში ადანაშაულებდნენ, მომხდართან არაფერ შუაშია, რადგან ამ შემთხვევაში კაპიკებზე იყო საუბარი.

"გამორიცხულია, იქ კაპიკებზე იყო საუბარი და ამის გამო ეროსი თავს არ მოიკლავდა. ფინანსურად ეროსი დატერორებული იყო წინა და ახლანდელი ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ მას არ უჭირდა.  ჰყავდა საკუთარი ძვირადღირებული ავტომობილი, სახლიც ჰქონდა, არ იყო ფინანსურად დუხჭირ მდგომარეობაში“, _ ამბობს შუკაკიძე და დასძენს, რომ კიწმარიშვილს ძალიან ბევრი მტერი ჰყავდა.

"მიუხედავად იმისა, რომ ის თვითონ, ბუნებით არ იყო ისეთი ადამიანი, რომ ვინმეს მტერი ყოფილიყო, მას ძალიან ბევრი მტერი ჰყავდა წარსულშიც და ახლაც.

ვიცი, რომ ვიღაცეებს, დაახლოებით 5 მილიონი დოლარი ვალი ჰქონდათ მისი “, _ ამბობს "გურია ნიუსთან" შუკაკიძე.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე,  სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციას  2015 წლის
საქართველოში ტურისტული სეზონი დაიწყო. არის თუ არა საქართველოს თვითმმართველი თემები
"საქართველოში საზოგადოება კვლავ ცხოვრობს სტერეოტიპულ გარემოში, სადაც, უმრავლეს შემთხვევაში, ქალის
ეს ფოტო მეტად მძიმე სანახავია_ ამ   ფოტოზე აღბეჭდილია საწოლი, სადაც 
"გუშინ საქართველოს პარლამენტის წევრმა ირმა ნადირაშვილმა პრესკონფერენციაზე მედიას მიაწოდა ინფორმაცია
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის განცხადებით, მისი პირველი მოადგილე