პოლიტიკა

G_News TV _ "კვირის თემა "

ნატო გოგელია  2014-10-23 12:00:32

გასული კვირის მთავარ მოვლენებზე იყო საუბარი G_News TV-ის ყოველკვირეულ გადაცემაში  "კვირის თემა".

როგორც ცნობილია, ოზურგეთელ ჩინოვნიკებს ხელფასები ეზრდებათ. მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგო მკვეთრად პროექტის ასეთია: მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასები 2 650 ლარით არის განსაზღვრული, პირველი მოადგილის _ 2 250 ლარით, სხვა მოადგილეების _ 2 050 ლარით. სამსახურის უფროსების ყოველთვიური ანაზღაურება 1 850 ლარი გახდება. ხელფასების მატება შეეხებათ საკრებულოს ფრაქციების ხელმძღვანელებსა და კომისიის თავმჯდომარეებს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ არ იცის ვინ მოამზადა პროექტი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია კი მიიჩნევს, რომ მაღალი ხელფასები იმ ფონზე, როცა ქვეყანა წინ მიდის, აუცილებელია. დარჩია  ქვეყნის წინ წასვლის ვერც ერთ მაგალითს ვერ ასახელებს, თუმცა განმარტავს, რომ ხელფასების ასე მკვეთრად მომატებაში სასწაულს ვერაფერს ხედავს.

ამ ფაქტს გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძეც გამოეხმაურა. მხარის პირველი პირი მიიჩნევს, რომ საჯარო მოხელეს მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს, თუმცა განმარტავს, რომ  ეს  მომატება   მეტ-ნაკლებად  ადეკვატური უნდა  იყოს.  

 "მგონია,  რომ  ოზურგეთის  შემთხვევაში,  სწორედ არაადეკვატურ  მატებასთან  გვაქვს  საქმე.  აქ   სრულად დარღვეულია  შესაბამისობა   ოზურგეთში არსებულ     სოციალურ  ფონსა  და  ამავე მუნიციპალიტეტის  საჯარო  მოხელეთა  ანაზღაურებას შორის,  _ აცხადებს  გიორგი ჩხაიძე გურია ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამ თემით  G_News TV-ის კორესპონდენტები გიორგი გირკელიძე და ჟანა მეგრელიშვილი დაინტერესდნენ და ოზურგეთელები გამოკითხეს. გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ხელფასების მკვეთრი ზრდა მიუღებელია.

დავით დარჩიამ გადაცემაში მოსვლაზე უარი გვითხრა მიზეზით, რომ ოზურგეთში არ იმყოფებოდა (აღსანიშნავია, რომ დავით დარჩიამ უკვე მესამედ თქვა უარი გადაცემაში სტუმრობაზე მოუცლელობის მიზეზით). იგივე მიზეზი დაასახელა მერაბ ჭანუყვაძემ, რომელიც ერთ კვირიანი მივლინებით ნორვეგიაში გაემგზავრა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ფინანსური პოლიცია შევიდა. უწყება მუნიციპალიტეტის სოფლებში გახორციელებული წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებით არის დაინტერესებული.  საქმის დეტალებზე ექსკლუზიურად  "კვირის თემაში " ისაუბრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ.

გასული კვირის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში გამართული სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა გახლდათ. საბჭოს და სხდომის შესახებ გადაცემაში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და საბჭოს წევრმა ზაალ მამალაძემ ისაუბრა.

გადაცემის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ამ ლინკზე.



დღეს, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიამ 2014
(პალიტრატვ.გე) _ რუსთაველის გამზირზე დარბევის შედეგად სავარაუდოდ ერთი
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიალს უკვე მოჰყვა შეფასებები. საზოგადოებრივი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარტიის მოთხოვნა
დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა შედგა. ცხრა საკითხისგან შემდგარი
თბილსის მერმა დავით ნარმანიამ რუსთავი 2-ის გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში", მერიაში