მთავარი თემა

პრეზიდენტის ვერსიის დაკანონებას 51, ხოლო ვეტოს დაძლევას 76 დეპუტატი სჭირდება _ პარლამენტმა დღეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

ნატო გოგელია  2014-11-30 07:35:51

პარლამენტში უკვე შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტს მიმართავს თავისი მოტივირებული შენიშვნებით კანონპროექტთა პაკეტზე: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა უსაუბრა. მანვე აღნიშნა, რომ საკანონმდებლო პაკეტში იყო ოთხი კანონპროექტი, თუმცა მეოთხე კანონპროექტზე პრეზიდენტის შენიშვნებში საუბარი არ არის. დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ შემოსული დოკუმენტიდან გამომდინარე, პარლამენტში უნდა დაიწყოს ის პროცედურები, რომელიც ასეთ დროსაა გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით შემოსული კანონპროექტების განხილვა მოხდება საპარლამენტო კომიტეტში, მოცემულ შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში. ამის შემდეგ კანონპროექტებზე იმსჯელებს პარლამენტის ბიურო, რის შემდეგაც პროექტები გადაეგზავნება პლენარულ სხდომას. პარლამეტის სხდომაზე პირველ რიგში მოხდება პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი სახეცვლილი კანონპროექტების განხილვა და კენჭისყრა. თუ პარლამენტის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტმა, მაგრამ არანაკლებ 51 დეპუტატმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის ვერსიებს, მაშინ ეს კანონები გაეგზავნება პრეზიდენტს ხელმოსაწერად. თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ პარლამენტი განხილვის გარეშე კენჭს უყრის იმ თავდაპირველ ვერსიებს, რაც პრეზიდენტისთვის უკვე იყო გადაგზავნილი ხელმოსაწერად. თუ ამ ვერსიებს მხარს დაუჭერს პარლამენტის 76 წევრი, მაშინ ვეტო დაძლეული იქნება.

_ ასეთ შემთხვევაში ვეტოდაძლეული კანონპროექტები ისევ გაეგზავნება პრეზიდენტს ხელმოსაწერად და იმისთვის, რომ პირველი დეკემბრისთვის ის ძალაში იყოს შესული უნდა მოხერხდეს ხვალვე მისი ხელმოწერა პრეზიდენტის მიერ და გამოქვეყნება ,"საკანონმდებლო მაცნეში". თუ პრეზიდენტმა რაიმე მიზეზის გამო ხელი ისევ არ მოაწერა კანონპროექტებს, მაშინ ვადის ამოწურვის შემდეგ უკვე პარლამენტის თავმჯდომარე ვალდებულია ხელი მოაწეროს და გამოაქვეყნოს კანონები, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტებით გათვალისწინებულია ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების კონტროლის მექანიზმის შექმნა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ორეტაპიანი მოდელის დამკვიდრება, კავშირგაბმულობის საშუალებებზე წვდომის და ინფორმაციის მოპოვების, ასევე ამ პროცესებზე ზედამხედველობის სისტემის ჩამოყალიბება და კავშირგაბმულობის საშუალებებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მიღების მექანიზმის შემუშავება.

ბიუროს გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა დაიწყება დღეს 10:00 საათზე, ხოლო პარლამენტის პლენარული სხდომა  11:30 საათზე დაიწყება.



ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დარბაზში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. "დღეს მასწავლებელთა საერთაშორისო
"ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძის განცხადებით, პატიმრებმა მასობრივი
"მე-9არხის ეთერში 2013 წლის 4 აპრილს საინფორმაციო საშუალებით საზოგადოებისათვის მიწოდებულ
თემურ ჩხაიძე ლანჩხუთში დაიბადა და გაიზარდა. დაამთავრა ლანჩხუთის პირველი საშუალო
"ნებისმიერ ქვეყანაში ძალოვან უწყებებს აქვთ წვდომა მობილური ოპერატორების ქსელთა" -
2010 წლის მიწურულს, კომპანია "სოკარმა" საქართველოში 2011 წლის საინვესტიციო გეგმები