მთავარი თემა

ფოტორეპორტაჟი _ რაგბისტები და დიპლომატები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

ირმა მესხია  2014-12-11 10:20:24

დიპლომატიური კორპუსისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ვეტერანი და მოყვარულ მორაგბეები  ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და რაგბში ამხანაგური მატჩი გამართეს. ღონისძიების ორგანიზატორი გაეროს ქალთა ორგანიზაცია იყო.

მატჩის მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სოლიდარობის მოძრაობას გენდერული თანასწორობისთვის „HeForShe"-ს რომელიც ახალი ინიციატივაა. ეს არის მოძრაობა გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად და მიზნად ისახავს კაცების მონაწილეობას ქალთა უფლებების დაცვისთვის ბრძოლაში, რათა მათ მხარი დაუჭირონ და სხვებსაც მოუწოდონ გენდერული თანასწორობის დაცვისკენ.

მოძრაობა HeforShe (კაცები ქალთა უფლებებისთვის) ოფიციალურად გაიხსნა 2014 წლის 20 ოქტომბერს გაერთიანებული ერების შტაბბინაში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩის მსახიობი ემა უოტსონის გამოსვლით. მას შეუერთდნენ აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა, გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი, მსახიობები კიფერ საზერლენდი, მეთ დეიმონი და სხვები. საქართველოში მას ხელმოწერით შეუერთდნენ საქართველოს პარლამენტის სპიკერი დავით უსუფაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენელი ნოდარ ანდღულაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე და სხვები. 

შეგახსენებთ, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციამ 16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდა.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


საქართველოს პარლამენტის შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, "გურია
თავსხმა წვიმისა და გაუწმენდავი საწრეტი არხების გამო, ურეკი დაიტბორა და
გიორგი გირკელიძის ფოტორეპორტაჟი აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, მართმადიდებელი ერი ბაიაობის
2013 წელს ენერგეტიკის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარებულ ღონისძიებებსა და კონფერენციებზე 67
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პოსტზე დღეს წარდგენილი მიხეილ
გურიის გუბერნატორი, გიორგი ჩხაიძე "გურია ნიუსთან" ექსკლუზიურად საუბრობს იმ დეტალებზე,