საზოგადოება

ახალგაზრდობის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის უფროსად ვლადიმერ კუნჭულია ინიშნება?

ჟანა მეგრელიშვილი  2014-12-18 11:19:14

"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის მერიის  ახალგაზრდობის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის უფროსად შესაძლოა,  ამავე განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ კუნჭულია,  დაინიშნოს.

აღნიშნული სამსახურის უფროსი ბესიკ მელუა კი შესაძლოა ქალაქ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად დანიშნონ.

აღნიშნულ ინფორმაციას  "გურია ნიუსთან"  არცერთი მათგანი არ ადასტურებს.

"ოფიციალურად ჩემთვის ჯერ  არ არის ცნობილი" _ გვითხრა კუნჭულიამ. ხოლო ბესიკ მელუამ აღნიშნა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ რომ ის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად დაინიშნება, პირველად ჩვენგან გაიგო.



სულიკო ვაშალომიძე დაიბადა 1931 წლის 7 აპრილს ოზურგეთის რაიონის სოფელ
საქართველოში ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელიც კომპოზიტორ მერი დავითაშვილს და
სერჟანტთა მომზადების სკოლას დაარსებიდან 10 წელი შეუსრულდა. სერჟანტთა სკოლის პირად
"გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გასული კვირის პარასკევს ლანჩხუთის კულტურის
_ აღწერა არის ყველაზე დიდი მასშტაბური ღონისძიება, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა
კობა დავითაშვილის პარტიის წევრები, საპრეზიდენტო კანდიდატის ინიციატივის მხარდასაჭერად გამოვიდნენ, რომელიც