ფინანსები

დახმარება გაეწია ისეთ პირებს, რომლებიც არ იყვნენ სტიქიის შედეგად დაზარალებულები

ჟანა მეგრელიშვილი  2015-01-08 19:04:12

"გურია ნიუსი" აგრძელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის გამოქვეყნებას.

2012 – 2013 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია 5805,6 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ ზარალი აღრიცხულია არასათანადო გაანგარიშების საფუძველზე.

შედეგად, 2013 წელს სტიქიის შედეგების სალიკვიდაცო თანხებით შესრულებულია ისეთი ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც არ იყო გათვალისწინებული საქართველოს ინფასტრუქტურის სამინისტროში წარდგენილ სარეაბილიტაციო ობიექტთა ნუსხაში, საერთო ღირებულებით 645,8 ათასი ლარი.

2013 წლის მარტში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოიყო 450, 0 ათასი ლარი. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის მოკლე ვადებში აღმოსაფხვრელად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულებით, გამგეობას ნება დაერთო სარეაბილიტაციო სამუშაოები განეხორციელებინა გამარტივებული შესყიდვის ფორმით.

მიუხედავად სამუშაოების შემჭიდროებულ ვადებში ჩატარების აუცილებლობისა, დაზარალებული მოსახლეობის დახმარება (ძირითადად სახლების გადახურვა) მათი მომართვიანობის შესაბამისად  ხორციელდებოდა 2013 წლის მარტიდან 2014 წლის ივლისამდე, ხოლო მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი სამშენებლო მასალებიდან, დღეის მდგომარეობით ნაშთად ირიცხება 0, 9 ათასი ლარის მასალები. ვინაიდან დახმარების პერიოდი არაგონივრულად გახანგრძლივდა, არსებობს რისკი იმისა, რომ დახმარება გაეწია ისეთ პირებს, რომლებიც არ იყვნენ სტიქიის შედეგად დაზარალებულები, _ აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით,
გურიაში "ენერგო პრო ჯორჯიას" 46 605 აბონენტი ჰყავს. აქედან, ოზურგეთის
(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ერთი კვირაა, ოზურგეთში ხორბლის ფქვილი გაიაფდა
ოზურგეთის 2011 წლის ბიუჯეტის პროექტს ოპოზიცია უარყოფითად აფასებს. ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების"
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ბიუჯეტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "გურია